ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2013


რეალობა და იმედი

ერთხელ (მაგრამ ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო! თუმცა ვინ იცის!) ერთხელ, იმედი და  რეალობა ერთმანეთს  შეხვდნენ.

ჰო, შეხვდნენ  რა იყო, შორიდან დაინახეს ერთმანეთი და ეგრევე იცნეს...თფუ! --გაიფიქრა რეალობამ..--რეალობის  დედაც....

მერე დიდხანს და ნელა, რევერანსებით  და "ვითომ ვერ ვხედავ"  "ვითომ ვინ ოხერია?" ასე გაუწონასწორდნენ ერთმანეთს, ქუდები მოიხადეს....არა!............... რა სისულელეს ვამბობ ახლა?.... რა ქუდი?..... ეს სხვა ნაწარმოებიდანაა....:)))))

ქუდი არა. უბრალოდ შეხედეს ერთმანეთს..განა ეს  საკმარისი არაა?....

მერე  დაიჭყანა ორივე  და...

--ავოეეე...ეს შენ არ ხარ?...ბოლოს რომ კვდება?---მიაძახა რეალობამ, მოჭუტა  თვალები  და გაიბერა.

---შე საზიზღარო  რეალობავ!...ჩემი შენ გითხარიო...თუ როგორაა?

---შე  გველო!... ადამიანების იმედო და რეალობის დამთრგუნველო!....... დამაბრმავებელო!!!.....

---რაოო?...აბა შენა ხარ  რააა.....რაო, ბიჭოოო?...რა მითხარი შე ახვაროოო?....

რეალობამ ვეღარ  მოითმინა და  ფეხი ჩააზილა  იმედს მუცელში...

..იმედი  მოკუნტა  და მიხვდა რომ მწარე რეალობაა ახლა რაც ხდება!.....მაგრამ იმასაც ხვდებოდა

რომ იმედი ასე ადვილად არ ქრება...."არა უშავს, გადავრჩები.." გაიფიქრა და  გაიმართა წელში, გაიღიმა....მერე  "უშუ"-ს  ილეთი გამოყენა....ერთ დროს რომ ისწავლა  "შაოლინი"-ს  მონასტერში, ტიბეტში.

რეალობამ  კვნესა ამოუშვა და ძირს  გაგორდა! თვალები დაუელამდა  და მგონი "დედაა!!!!...."(ალბათ  ასე იყვირა)

იმედი  დაახტა ზედ  და დაიწყო  დიადი  ბრძოლა....

ხან იმედი იყო ზევით  და ხან რეალობა  ქვემოთ...დაკაწრეს  და დაკბინეს ერთმანეთი, დაახლოებით  100  კვადრატული მეტრის მანძილზე  არაფერი ჩანდა..ჰაერში  ხეები, სახლები, მარშრუტკები, მაწანწალა და შინაური  ძაღლები  (პატრონებთან ერთად) შეტივტივებულიყვნენ....შაურმის ჯიხური ერთხანს უძლებდა, მერე გაზის  ღუმელი  აფეთქდა და მეშაურმე სწრაფად  და უპრობლემოდ გასცდა  დედამიწას.... გავიდა  ორბიტაზე....(მერე ალბათ  კარგად ვერ  იხეირა  იქ, ღია კოსმოსში სადაც  შაურმის ბიზნესი  არაა განვითარებული! თორემ ხომ დაბრუნდებოდა და ერთ ოთახიანს იყიდდა ვარკეთილში, მეტროსთან)

................................................................................................................................................

ორივე  გამწარებული  ბრძოლობდა  და არ თმობდა პოზიციებს.... იმედმა იცოდა რა მაგარი ტიპი იყო და  არც რეალობა ჩამორჩებოდა ამაში!

მერე  დაიღალნენ  და  ხელი უშვეს ერთმანეთს.მოსაღამოვდა. ჩადგა ქარიშხალი.

იმედი პირველი ადგა და ხელი  გაუწოდა რეალობას...

რეალობამ  ჩაიფრუტუნა, მერე ხელი ჩაიქნია, ჩაეჭიდა  და ადგა ისიც...

დაღამდა.

მთვარე ამოვიდა.
ჩამოჯდნენ  ძირს.....

---მე იმედი მაქვს  რომ....---დაარღვია უხერხული სიჩუმე  იმედმა.

----მე რეალისტი ვარ...--თქვა რეალობამ...----- დაე გადაწყვიტოს  ადამიანმა, რა ურჩევნია.

..მათ  ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და ოხვრით  გაუდგნენ გზას...იმედი  ამაყად მიაბიჯებდა და რეალობას  მიათრევდა, რეალობა კოჭლობდა და ჩუმად ვიღაცას თუ რაღაცას  აგინებდა....(მგონი ავტორს)  მაგრამ როგორც კი იმედი  მიაყურადებდა, ეგრევე ჩუმდებოდა....................................................


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები