ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2013


მომავლის მაღაზია (აქ შენი ოცნებები ახდება)

ჩვეულებისამებ აქ, ისევ ბევრი ადამიანი მიდი-მოდის.მომავლის შეცვლა ხომ ყველას სწადია.ან უბრალოდ იმის გაქარწყლება,რისი შეცვლაც აქამდე არ ძალუძდათ.ისევ მატერიალური (მეღიმება) საკუთარი სული,დიდიხანია ყველას დაავიწყდა.ხანდახან ვფიქრობ,სულიც ხომ არ განეშორა ჩვენს ცოდვილ სხეულებს. ამაზე მგონი მხოლოდ  მე ვფიქრობ.
ხო მართლა,რას გეუბნებოდით? 
თუმცა არა...ვცდები.ჯერ არაფერიც მითქვამს.ადგილი სადაც მე ვიმყოფები,არის მომავლის მაღაზია.უფრო სწორად ჩვენ ახლა იქ, მომავალში ვართ.თუ აქ მომავალში? როგორც არის.... 
აქ შეუძლიათ დათმონ საკუთარი წლები და სამაგიეროდ აისრულონ არაერთი ოცნება,თუმცა ნებისმიერი არა.რომ იცოდეთ რამდენი ადამიანი მოაწყდა მაღაზიას,რაც გაიგეს რომ აქ მათი ყველა ოცნება ხელმისაწვდომია.აღარ არსებობს ფრაზა: "ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი" იოცნებეთ დაცემულებო, თქვენთვის აწი ყველაფერი შესაძლებელია. აი კიდევ ერთი გზა აცდენილი მოდგომია,მენეჯერის ოთახს.სწორედ ეს მენეჯერია "ოცნებების ოსტატი". ღმერთო,რა სარკაზმია.ნეტავ ამ უცნობ "მეოცნებეს" რისი ასრულება სწადია?ძალიან დამაჯერებლად კი მოაბიჯებდა.
-გამარჯობა-მეოცნებემ იწყო საუბარი
-მოგესალმებით ...
-ბევრს აღარ მოვყვები.ჩემი ოცნება მდგომარეობს შემდეგში: მსურს ვიყო აქტუალური,ყველგან და ყოველთვის.უბრალოდ მცნობდნენ და ჭორაობდნენ ჩემს პირადულზე,რომელიც ჯერჯერობით არ მაქვს...     
-გასაგებია-გაეღიმა მენეჯერს-ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია უბრალოდ თქვენი ცხოვრების გარკვეული წლები უნდა დათმოთ,და არც ისე ცოტა. 
-თანახმა ვარ...

ესაც კიდევ ერთი ბედნიერი მეოცნებე.ახლა უკვე გაბედნიერებული მეოცნებე.რისთვის კარგავს ასეთ ძვირფას წლებს?  თუმცა რას გაუგებ სულის გარეშე დარჩენილ "ფუტუროს".რაც უფრო დრო გადის,მეტ ბოროტების მანქანებას იგონებენ და ბრმანიც ჰყვებიან მას.ეს ნამდვილად უფსკრულამდე მიგვიყვანს თუმცა არც ეს უფსკრული ჩანს.ნუთუ ამ ყველაფრის აღსასრულიც არ არსებობს?ნუთუ ისაც სულივით გაირინდა?გამოდის, ამ უგუნურ ადამიანთა დაცემას უნდა ვუყურო ყოველდღე.რამდენი მეოცნებე შეასხავს ფრთებს,თავის დაუოკებელ ოცნებებს.რამდენი სულ უფრო განშორდება,ყოველგვარ მიწიერ ცხოვრებას და იფრენს უსასრულოდ,თავის ზეაღმატებულ სურვილებში. 
  აი ჩვენი გაბედნიერებული მეოცნებეც, უახლოვდება გასასვლელ კარს.თუმცა დროებით შედგა და ერთ მამაკაცს დაჟინებით დაუწყო ცქერა.მას ხაკისფერი ზედა და ტილოს ძველი შარვალი ეცვა,რომლის ბოლოშიც სულ გამორღვეულიყო.ფეხსაცმელს ხომ საერთოდ,ძირი ძლივსღა ეტყობოდა.იდგა ოთახის კუთხეში.თვალები დაბლა დახრილი და უცნაურად დადუმებული.მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ამოუხედავს ზევით."მეოცნებე"მ ერთხანს უყურა ზიზღის თვალებით,შემდეგ კი მალევე დატოვა მაღაზია.თითქოს ეს იდუმალი მამაკაციც გრძნობდა მის მზერას და თავის მდუმარებას ისე მიეცა,მგონი აღარც სუმთქავდა.ახლა კი შევამჩნიე ერთი უცნაური რამ.სამი პატარა ბავშვი მოდგომოდა მაღაზიის მინებს და გამალებით უცქერდნენ ამ მამაკაცს.ვფიქრობ,ისინი მას თან ახლდნენ ან უბრალოდ გარეთ ელოდებიან.ბავშვების ანალოგიური ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ,ალბათ გაჭირვებული ოჯახიდან არიან ან სულაც ქუჩის ბომჟები.ვხედავ კაცმა როგორ აათამაშა ბაგე,თუმცა ხალხის ხმაურში არ მესმის მისი არც ერთი სიტყვა.ცოტა ხანი მოვითმინე და გავიგე მისი სიტყვებიც.ის ლოცულობდა.თვალებ დახუჭული იყო და ხელში კრიალოსანს გამალებით ათამაშებდა.ახლა ნამდვილად დავიბენი და მეტად დამაინტერესა მისი აქ მოსვლის მიზეზმა.თუმცა მენეჯერიც გამოჩნდა და მას თავისკენ მოუხმო.მამაკაცმა შეწყვიტა ლოცვა.ბავშვებს გახედა,თავმდაბლურად გაუღიმა და მიუახლოვდა მენეჯერს.მენეჯერმაც მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა.
-დროა...
მამაკაცმა ისევ მდუმარება არჩია და შეჰყვა მას ოთახში...   
ბავშვები ისევ მაღაზიის შორი ახლოს ტრიალებდნენ.რამდენიმე დროის შემდეგ,ოთახში სხვა მსურველებმაც იწყეს შესვლა.თუმცა ის უცნობი მამაკაცი არ ჩანდა. რაც ძალიან მაკვირვებდა,იმიტომ რომ მსურველები თანმიმდევრობით,რიგის დაცვით უნდა შესულიყვნენ და ოცნების ასრულების შემდეგ მას მომდევნო მსურველი,ჩაანაცვლებდა...
                   
                                                      ***
მოსაღამოვდა.ის ისევ არ ჩანს.არც ის და არც ბავშვები.სახლისკენ გზას მივუყვებოდი და ფიქრი იმ იდუმალ კაცზე წუთითაც არ შემიწყვეტია სანამ, არ დავინახე მამაკაცი რომელიც ხიდზე იდგა და მძვინვარე მდინარეს გადაჰყურებდა.აშკარად თვითმკვლელობას ცდილობდა.ამაზე მისი შეშლილი და არაფრისმთქმელი სახე მეტყველებდა.მაშინვე ავუჩქარე ნაბიჯებს და მივუახლოვდი.ვცადე საუბარი წამომეწყო.
-ამას რატომ აკათებთ?
-მინდა რომ გავქრე ამ წყეული ცხოვრებიდან.ცხოვრებიდან სადაც ცოცხლებზე მეტად,მკვდრებს აფასებენ...
ნამდვილად ვერ მივხვდი მის ნათქვამის აზრზს.თუ რისი თქმა უნდოდა ამით მაგრამ ახლა კი ვიცანი.ეს ის მეოცნებე იყო,დასაწყისში რომ მოგითხრეთ.ხალხის ყურადღებას რომ ითხოვდა.სწორედ ის,ვინც იმ უბრალო ბომჟს,გასვლისას ზიზღით უყურებდა...
-იქნებ ამიხსნა მეგობარო,ნამდვილად არ მესმის შენი-განვაგრძე ისევ საუბარი.
-დღეს მე ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი.უნდა მიმეღო ყველაფერი ის,რაც ყოველთვის მაკლდა.ხალხის ყურადღება.უფრო მეტიც,ყურადღებაზე მეტიც მინდოდა...
-შემდეგ-უფრო ჩავეძიე მას

-შემდეგ ის რომ.ჩემი ეს ოცნება ასრულდა,როგორც ჩავუთქვი.წამიერად ყველაფერი მეამა მაგრამ მერე მოხდა ის,რამაც ყველაფერს აზრი დაუკარგა...

დროებით მდუმარება ჩამოწვა.ვცდილობდი აღარაფერი მეკითხა,რადგან ახლა ყველაფერ "ზედმეტს" შეეძლო მისთვის საბედისწერო ყოფილიყო. უხმოდ ვიდექი მასთან ახლოს იქამდე,სანამ თვითონ არ განაგრძო 

-როდესაც ოცნება ამიხდა და მაღაზიიდან გახარებული გამოვდიოდი,შევამჩნიე ერთი ბინძური ბომჟი.ცუდია რომ ამ მაღაზიაში მისნაირებსაც უშვებენ.ნამდვილად არ მესიამოვნა მისი დანახვა.ხო და განვაგრძე ტკბობა ჩემი ახდენილი ოცნებით.მართლაც უამრავი ხალხი მერტყა გარს.ყველაში რაღაც საოცარ ემოციას ვიწვევდი.მაგრამ რად გინდა?! ვხედავ იმ საზიზღარ ბომჟს დიდებით მოასვენებდნენ,ახლო მდებარე სასაფლაოსკენ.უნდა გენახა,ხალხის უსასრულო ტალღა მოჰყვებოდა უკან.რისთვის ასეთი დიდება,არ გაინტერესებს?
მე სულგანაბულმა თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი,რადგან მისმა სიტყვებმა ჩემში სრული ქაოსი გამოიწვია.

-მან საკუთარი წლები და სიცოცხლე დათმო ისევ თავისნაირი 3 ბავშვის გამო.რათა ცხოვრების ბოლომდე ეს ბავშვები ყოფილიყვნენ ბედნიერები.უცხო 3 ადამიანისთვის თავი შეაკლა.ხალხმაც ეს გმირობად შერაცხა და გაჰყვნენ მას...

შევამჩნიე როგორ ირეოდა მის სახეზე ზიზღი და შური.თუმცა სიტყვა მაინც არ გავაწყვეტინე
-ვგრძნობდი რომ ეს არარაობა ბომჟი,კარგს არაფერს მომიტანდა.ხალხიც მოთქვამდა.მის სულისშემძვრელ გმირობაზე საუბრობდნენ და მე? მე ყველამ დამივიწყა.ყველა მას გაჰყვა,უკლებლივ ყველა.დასრულდა ისევ.ჩემი ოცნება ისევ ოცნებად იქცა და ისევ დასრულდა.მან მე თავის "გმირობით' ყველაფერი წამართვა.

აქ კი საუბარი გავაწყვეტინე და ვუთხარი ის,რაზეც ამდენ ხანს ვდუმდი.
-შენ ხომ არ გიოცნებია ხალხის სიყვარულზე?შენ უბრალოდ გინდოდა რომ ყველასთვის აქტუალური ყოფილიყავი.ხალხს შენზე ეჭორავა და მსგავსი ბანალური იდეებით იყავი მოცული...
-რაც არ უნდა იყოს, იმ არარაობამ ხომ წამართვა რაც მქონდა?

-არა შენ ცდები-რატომღაც გამეღიმა-შენ გაბოროტებს ერთი რამ.განა ის რომ იმ შენთვის უბრალო ბომჟმა და მისმა გმირობამ,გზად შენი ოცნება დაგმო!არა. შენ ფეხქვეშ მიწას გაცლის და თავზარს გცემს იმის გაფიქრება რომ,შეიძლება დაჩრდილე მისი ფიზიკურობა მაგრამ შენ ვერ დაჩრდილე მისი სათუთი და სპეტაკი სული.ვერც ერთი დიდება და ტრიუმფი ვერ დაჩრდილავს ისეთ სილამაზეს,რაც სულში გვაქვს და არ ვახმაურებთ.ახლა კი მე ბედნიერი ვარ.ვიცი რომ ასეთ წარწყმენდილ დროში,სადაც ყველაფერი შესაძლებელია,არსებობს სული.უკვდავი და კეთილშობილი სული.მეგონა რომ მანაც მიგვატოვა,მაგრამ არა.ის აქ არის ჩვენთან.იმ ჩემთვის ამოუცნობმა მამაკაცმა,შენთვის იგივე ბომჟმა და მის მართლაც დიადმა გმირობამ,ამ ყველაფერში დამარწმუნა...

მეოცნებე მიხვდა თავის დანაშაულს რომ უაზროდ,არაფრის გამო ცილსწამებდა,უბრალო კაცს.ხიდიდან ჩამოსულმა ზურგი შემაქცია და თავდახრილმა გზა განაგრძო,ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. ერთის კითხვა კი მოვასწარი:

-საით მიდიხარ მეგობარო?..
ის გაჩერდა წამიერად,თუმცა უკან მოუხედავად მიპასუხა...

-იქ სადაც ვიცხოვრებ და ცოდვებით დამძიმებულ კაცად ვივლი.დიახ! ვივლი და ოცნებებში აღარ ვიფრენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები