ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
21 აპრილი, 2013


სალომე

ერთი ჩუმი გოგო ვარ,
როგორც ჩიტი ღაბუა,
ძლიერ მიყვარს დედ-მამა,
ბებია და ბაბუა.

როცა ჩემთვის ვთამაშობ,
თუ მაბრაზებს ძამიკო,
ჩემს ქომაგად იმ წამსვე,
გამოჩნდება მამიკო.

ძალზედ მიყვარს ლექსები,
სიმღერა და ზღაპარი ,
სულ ახლები მასწავლოს
ბებო მუდამ მზად არი.

წელს სკოლაში მივდივარ,
ვხვდები გოგო დიდიო,
თუმცა კითხვა კი ვიცი
“აი ია, თითიო”,
მაგრამ ბევრზე ბევრი რამ
მე იქ უნდა ვისწავლო,
მოვინდომებ, რომ მითხრან
“ყოჩაღ, პატარა ქალო”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები