ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

დე..

-დე,უძილობა დამჩემდა ბოლოს,

თითქოს ფიქრები თავისით თრთიან…

შენ ეფიქრები პატარა გოგოს,

რომელსაც შენი წარსული ქვია…



გახსოვს?მითხარი “შენხელაც ვიყავ,



შენი ყოველი სიჩუმე მესმის,

შენს ბავშვურ ღიმილს,შენს თვალებს ვფიცავ

ჩემს გულის ცემას შენი ხმა ერთვის”..



დე,გავიზარდე..უკვე ბევრს ვფიქრობ,

და მეშინია ყოველი წუთის,

ვეღარ გიყურებ თვალებში, თითქოს….

თითქოს მრცხვენია ჩემი სისუსტის…



ადრე სხვაგვარად ვფიქრობდი იცი?

არც მეშინოდა შენი დაკარგვის..

მწამდა მე შენი ყოველი ფიცის,

რომ იქნებოდი ჩემთან მარადის…



ახლა..გული თრთის..დე,მეშინია,

რაც წლები გადის…(მგონი გავგიჟდი..)

უშენოდ ყოფნა მე არ მჩვევია,

არ მსურს გადავდგა შენგან ნაბიჯი..



დე,შემიკედლე პატარა გოგო,

არც კი იფიქრო ხელის გაშვება..

მე შევიჩვიე ცრემლი ამ ბოლოს

და უძილობაც ისევ დამჩემდა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები