ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2013


შენ თუ გჯერა...

გამოიდარებს... ჩვენს ქუჩაზეც, ჩვენს სახლთან ახლოს...
დაუმთავრებელ ოთახებში ვირბენთ ხალისით.
ერთი კედელი, ა, ის... მწვანე... დავლეწეთ კალო.
ზევით, ჭერისკენ ავირბინეთ, წვიმა დაიცდის...
უმოაჯირო კიბეები - ვაზი გასხლული.
ატმის ყვავილი სარკმელს იქით -  მთვრალი აპრილი.
ქვებგამოცლილი გალავანი -  მძიმე წარსული.
ბებიას სკივრში ჩაკუჭული თხელი მანდილი.
გამოიდარებს ... ერთ დღეს გულშიც გამოიდარებს,
მოვირბენთ დღეებს, ასე ურცხვად ჩვენგან მოკლულებს.
სამალავიდან, ბავშვობიდან გამომიყვანე,
წყაროზე ჩამყე, იმ ცუდ სიზმარს ბოლოს მოვუღებ.
გამოიდარებს...
შენ თუ გჯერა,
გამოვიდარებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები