ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2013


ომის დღე

      ჩვენ შვიდნი ვიყავით. ერთმანეთის განუყრელ მეგობრებს რომ ეძახიან ასეთ ხალხზე მაქვს საუბარი. ორი სახლში დარჩა:
-პოლიტიკურ ომში მე არ წავალო-განმარტა კომპერმა (აქედანვე იცოდეთ, ერთმანეთს ზედმეტსახელები შევარქვით და თხრობის დროსაც ზედმეტსახელებით მოვიხსენიებ ყველას), ოკეიც ეგრევე დაეთანხმა:
-OK-თქვა მან-მეც ზუსტად შენსავით ვფიქრობ კომპერ. კომპერი თავის ნოუთბუქს მიუბრუნდა. ძალიან საინტერესო თამაში ქონდა დასამთავრებელი. ორასმერაღაცე ტურში იყო გაჭედილი. ყველას „რექვესთები“ გამოგვიგზავნა, სიცოცხლე აღარ მაქვს და დამიდასტურეთო გვთხოვდა. ოკეი იდგა და ხმამაღლა ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მისი აზრით იქ წასვლა სისულელე იყო და მეტი არაფერი:
-სისულელეა ძმებო-ხელებს იშველიებდა თან-სისულელეა მეთქი, გგონიათ თქვენზე ზრუნავს ვინმე? მაგრად კიდიხართ რომ იცოდეთ  რა, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ. კ ი დ ი ხ ა რ თ!
  ისე ოკეი ხანდახან სიმართლესაც ღაღადებდა. მოგვიანებით დავრწმუნდით ამაში. იმ დღეს კი პირველმა ლამაზმა ჯონმა გააწყვეტინა:
-ბიჭო არა მგონია  რამე მოხდეს იქ. ცოტ-ცოტას დავცხებთ ერთმანეთს და გმირებად ჩამოვალთ უკან-ამის თქმის თანავე სახე გაებადრა, თავის გოგოებზე ფიქრობდა უეჭველი. ამტკიცებდა ყველა მიყვარსო. ერთმანეთსაც კი გააცნო რამდენიმე.
-მე ჩემს ქვეყანას ვჭირდები-ძია ადგა და ქუდს დაუწყო ძებნა-ვინ მომყვება?
  ძია კაი ტიპი იყო. ყველას მისი რაღაცნაირი რიდი გვქონდა. რამეს რომ იტყოდა ე.ი. ისე უნდა ეთქვა.
-მეც მოვდივარ-წამოდგა ბურნუთა და თვალი შეგვავლო. რაღაც საზიზღარ სიგარეტს ახრჩოლებდა. პატარა ოთახში ვბჭობდით და გაგუდული ვყავდით ლამის ამ ჩემისას. ორი პაჭკა არ ყოფნიდა დღეში.
-რა მნიშვნელობა აქვს სიგარეტი მომიღებს ბოლოს თუ ავტომატის ჯერი?
  მეც იმათ აზრზე ვიყავი თავიდანვე. ცოტას გავერთობი, რაღაც საინტერესოს ვნახავმეთქი ვფიქრობდი.
-მაშინ კომისარიატისკენ წავსულვართ და ეგაა-ვთქვი და მეც ფეხზე ავდექი.
-YESSS!-კომპერი ყვიროდა სიხარულისგან. ორასმერაღაცე ტური გადალახა უეჭველი. ოკეი ბოლთას ცემდა ოთახში, ხან ჩვენ გადმოგხვედავდა, ხან კომპერს. დუმილა უხმოდ გამოგვყვა...
      რა თქმა უნდა ყველას გვესმოდა რომ ომი ომობანა არაა. ომში ერთი სიცოცხლე გაქვს მოცემული, განსხვავებით ომობანასგან სადაც რამდენჯერაც გინდა მოკვდები.
    ომში ხუთნი წავედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები