ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
23 აპრილი, 2013


ko-kakola.

მიყვარს მეგობრებთან შეხვედრა და მოგონილი დღესასწაულების მოწყობა.
ერთხელაც ასე მოვიქეცით და ევროინტეგრაციის დღედ გამოვაცხადეთ რომელიღაცა პარასკევი.
ჯერ იმდენი დავლიეთ რომ ერთმანეთის გაცნობა მოგვიწია თავიდან, სახელები მაინც ვერ დავიმახსოვრეთ და "ეი შენ"-ობით ვსაუბრობდით, თაკოს საერთოდ გადაეკეტა და "თქვენობით" დაგვიწყო ბაზარი.
                                                                                  (1)

---- ე, გოგო წადი რა...ვუთხარი და მერე გამახსენდა რომ დღეს ევროინტეგრაციის დღეა, სუფრაზე კი კოკა-კოლა შემოგვაკლდა.
თაკო სრუტუნით გავიდა მეორე ოთახში და მაგთი-- სატის არხებს დაუწყო ძებნა. მერე იპოვა ინდური სერიალი და ტირილი გააგრძელა.
მიშა, არტურა და შოთა დაბოლდნენ, მერე კაქტუსების გადარგვა დაიწყეს, კოვზებით თხრიდნენ და ორი ქოთანი გატეხეს.....ნანამ და ქეთიმ კი ხმაურით დაიწყეს თვალდახუჭულებმა ზასაობა.
აქ აღარაფერი მესაქმებოდა,მივხვდი, შარვალი ჩავიცვი და მარკეტში ჩავედი.
ლიფტში გამახსენდა რომ მარტო პლასტიკური მაქვს და ხურდა, 40 თეთრი.
--ტერმინალი გაქვთ? ვეკითხები მოლარეს.
---არაააა....
ახლა მეორე მარკეტი..
---ტერმინალი გაქვთ?....
..აღმოჩნდა რომ არა.(?) მესამე მარკეტი გზის იქითაა და გადავირბინე.
ტერმინალი გაქვთ?....
--არა, არ გვაქვს....მეუბნება და ამ დროს ტერმინალი დავინახე .აააააა..გასაგებია...
----ტერმინატორი თუ გაქვთ? ნახევარი კილო მინდა...სად დევს? ვერ ვნახე...
---არა, არც ეგ გვაქვს...
ცოტა ვიტრიალე, მერე უცებ ისევ ვკითხე:
---ღორის სოლიტერი ? რატომ არ გაქვთ? მენეჯერს დაუძახეთ!...
მოდის მენეჯერი, ამაყად მოარხევს ტანს, ხელში ტაფისოდენა  მობილური უკავია და ტუჩები ისეთი წითელი აქვს რომ მიკვირს, რატომ არ ჩერდება მოძრაობა გზაზე!...
--გისმენთ! მეუბნება ....
--ღორის სოლიტერი მინდა! ასეთი კარგი მარკეტი გაქვთ და როგორ არ არის?...
წარმოვიდგინე როგორ ეშვება ჩემს თავზე ეს ტაფისოდენა მობილური და როგორ მორბის დაცვა, მენეჯერი კი კივის:
--გაიტანეთ!
მაგრამ უცნაური რამ ხდება , ის იწყებს რეკვას...
--გიო, გიუშკი.....ხო, როგორ ხარ...კარგად...უკვე?..მომილოცავს...კარგი გოგოა კი, გაგიმართლა...ისა ხო, რატო გირეკავდი, საწყობში გვაქვს სოლი....სოლიტერი,ხო....? კოდი მითხარი, რატომ არ შემოიტანეთ?
...... ვხვდები რომ წასვლის დროა, რომ არ გავგორდე მოძალებული სიცილისგან,ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ბარძაყზე ვიპწკინე , მერე შეურაცხყოფილი სახე მივიღე და სწრაფად დავტოვე მარკეტი.
გადმოვედი გზაზე, საათს დავხედე და საათი მეუბნება რომ ერთი საათი და 18 წუთია უკვე რაც დავტოვე ჩემი მეგობრები!...

                                                                                    (2)

სწრაფად ავდივარ ...
თაკო ისევ ტირის.ნანა და ქეთი გაერკვნენ უკვე რომ ორივე ქალია.ყავას სვამენ და დედამთილებს აგინებენ.
ბიჭები აღარ სვამენ.ამომხედეს. მიშას თვალები მაცხნივ აქვს დაელამებული, არტურას მარჯვნივ. შოთა მაგარია!... თან პირდაპირ იყურება და თან ახსოვს... მეკითხება:
----კოკა-კოლა სად არის?
---ამერიკაშია.ვეუბნები. შოთას თავი უვარდება და არტურას ემსგავსება. მიშა ამ დროს აღარ გავს მიშას....მე თაკოსთან მივდივარ, მხარზე ხელს ვადებ რომ უტოკავს და ვეუბნები:
---თაკოოო....გეყო ტირილი!...დედამიწა ბრტყელია და არ ბრუნავს.წავიდეთ, სანამ დამრგვალებულა და ბრუნვა დაუწყია! მერე გული აგერევა!...ხო და ისა ..გამომყვები ცოლად?....

                                                                                  (3)

........მოკლედ ,მაგრად ვიმხიარულეთ.



ს.ნ.2013. Copyright © All Rights Reserved.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები