- როგორ ხარ? - ჩემი ლექსებივით, მზეს ემალებიან და ხმებიან.
.... ჩემი ფანჯრის რაფაზე წითლად იწვის ბალბა - ბავშვობის ყვავილი, წყალი მომაპკურეო... მეც წითელი კაბა მაცბია და შენ გეძახი, მოდი, სანამ დავიფერფლები(თ).
... მე ისე დიდხანს გატარე გულით, სიძველის სუნი შეეპარათ ფიქრებს, გამომიწოდე ხელი(ს)გული, კანი გადააცალე სიცოცხლის და შენთან დასაბრუნებლად.
... ძველი სახლივით ვარ, ვდუმვარ და არაფერს ვამბობ... ჩამქრალ ბუხართან ღამეს გადატეხავს მარტოობა... ხელის შეხება კმარა, ნივთებს მტვერი რომ გადააცალო. დუმს ძველი სახლი, საძირკველდაშლილ წარსულს დარაჯობს, ფანჯრები - ქუთუთოშეშუპებული მისი თვალებია, გააღე, გამოიღვიძოს.
... ჩემი ცხოვრების შემოდგომაა ბეღურა ჩიტი მობუზული და გაყინული... ფეხებს მითბილავს მომავალი ჯერ არ მოსული ჩემთან... კედლებიდან მიყურებს სალვადორ დალი... ვერასოდეს ამოვხსნი. ოთახს ავსებს ვივალდი... ოპერის აჩრდილია ჩემთან. მომეხვიე მხრებზე და დამხატე სიტყვებით (როგორც მოდილიანმა ჟანა) სანამ გარდავიცვლები(თ) მე და ჩემი ფიქრები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|