ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

მოგონება..

აი..ჩაიარა ისევ მოგონებად,
რაც კი სამუდამოდ ჩემად ვიგულისხმე..
ისე იღიმოდნენ გარეთ გოგონები
წამით დამავიწყდა მოთქმა სიძულვილზე...

აი.. ჩაიარა..შენკი არსად ჩანხარ
ახლა დავფიქრდი და..თურმე არც გელოდი..
ისევ გამოგონილ ლამაზ ზღაპარს გავხარ
და დღეს ჩემს ტკივილში ისევ განმეორდი..

გული შეიკუმშა..ხედავ?აღარც კი ძგერს..
სუნთქვა გამიჭირდა მე დღეს-შენც გამიგე..
ახლა უცნობივით რომ აგივლი გვერდს
ცრემლი,როგორც წვიმა-ისე გადაიღე...

ჰო,კვლავ ჩაიარე..არა ძველებურად
რაღაც მითქმა-მოთქმით..რაღაც სიბრალულით..
დღეს სულ ჩაიარე ფიქრში,ჩემებურად..
და არც კვალი დარჩა შენი სიყვარულის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები