ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


აღდგომა

მესამე დღეა
და მკვდრებზე მეტად,
ცოცხლებს სურთ აღსდგნენ.

სასაფლაოებს
მოუღერია
კისრები მკვდართა,

საფლავები კი,
რეკლამებს ჰგვანან:
არყოფნის აბრებს...

როცა სიცოცხლე
(ჯიუტ ფაქტივით),
მკვდრეთიდან აღსდგა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები