 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 4 მაისი, 2013 |
(თუ მემკვიდრე არ გყავს, შეგიძლია მიბრძანდეო...ქმრის ჩანაწერებიდან)
ჩემი პრობლემები გათხოვებიდან რამდენიმე წლის მერე დაიწყო. მეუღლის ოჯახში შეძლებულად ვცხოვრობდით და მეუღლეც საკმაოდ ამბიციური ადამიანი იყო...ვერ ვიტყვი,რომ უბედური ვიყავი,თუმცა ოჯახურ იდილიას მაინც ასუსტებდა ის ფაქტი,რომ სამი შვილიდან სამივე გოგონა იყო....ულამაზესი და უსათნოესი გოგონები, მაგრამ გვარის გამგრძელებელი არ გვყავდა... ვაჟი,რომელიც მეუღლის და დედამთილ-მამამთილის აზრით , გვარს გააგრძელებდა,ოჯახს და ბიზნესსაც ჩაიბარებდა. არ გაგვიჩნდა...პირველად, ჩემი გულუბრყვილობის გამო,ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამდი,კიდევაც ვხუმრობდი ხოლმე,სიძეები ვაჟები არ იქნება მეთქი? მაგრამ ,ერთ დღესაც მეუღლემ კატეგორიულად დამისვა საკითხი,ან ვაჟს გააჩენ, ანდა ოჯახი დაგვენგრევაო.... გადავწყვიტე, მეოთხე შვილიც გამეჩინა. იმ დიდი იმედით , ვაჟი იქნებოდა, სქესის დადგენა არ მიცდია, არც მჯეროდა ექოსკოპიის და ბოლომდე იმედსაც ვებღაუჭებოდი. ცხრა თვე არ მინერვიულია საავადმყოფოში წასვლის დროც მოვიდა. მეუღლემ კი მოფერებისა და თანაგრძნობის ნაცვლად, გამომიცხადა: ----სახლში არ დაბრუნდე,თუ ბიჭი არ იქნებაო. საშინლად დათრგუნული და ,ალბათ,შეშინებულიც ვიყავი.არ ვიცოდი,ჩემი ცხოვრება და შვილების ბედი როგორ წარიმართებოდა.მშობიარობამდე ის რამდენიმე საათი,რაც საავადმყოფოში გავატარე,ყველას მოვუყევი ჩემს გაჭირვების შესახებ , თან ვტიროდი და ვნერვიულობდი...მშობიარეებმაც გაიგეს ჩემი პრობლემა...ზოგი მამშვიდებდა და ზოგიც ჩემებს ლანძღავდა...ერთმა კი ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და თვითონ შემომთავაზა: (მე ვერ გავბედავდი,თუმცა ალბათ მეტყობოდა,ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი) მოკლედ,მისთვის სულერთი იყო,ვაჟი გაუჩნდებოდა თუ გოგონა და საიდუმლო გარიგება დავდეთ.თუ ბიჭი ეყოლებოდა, ჩვილებს გავცვლიდით...სანაცვლოდ მე მას ბინას ვუყიდდი და სამუდამოდ წავიდოდა ამ მხარიდან ....ბევრი ფიქრის დრო არ იყო...მე დავეთანხმე...მე გოგონა გამიჩნდა, ჩემ „მხსნელს ‘’კი ვაჟი. მისთვის ეს უკვე მეორე ვაჟი იყო და ორი გოგონაც ყავდა.თან საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ბებია ქალი მოვისყიდე და მეუღლეს ნანატრი მემკვიდრე უმახარობლა...ხელზე ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი მეკეთა.მაშინვე მოვიხსენი და მას გადავეცი. ბინის ფული კი საერთო ნაცნობის ხელით გავუგზავნე და ეს ამბავიც როგორღაც მოვაგვარე.. იმის თქმა,ვაჟი როგორ გაეხარდათ ოჯახის წევრებს,წარმოუდგენელია ...მეუღლემ მანქანა მიყიდა....ფუფუნება ისედაც არ მაკლდა,მაგრამ მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა და თან გადამყვა,მეც და ბავშვებსაც არაფერს გვაკლებდა.
თუმცა, ცხოვრება ახლა უფრო გამიჭირდა...გულს ვერავის გადავუშლიდი . არადა ჩემი შვილის დავიწყება ძნელი გამოდგა....ვზრდიდი უმშვენიერეს ვაჟს და გულში სულ სევდა და ტკივილი მედო.სიცოცხლე წვეთწვეთობით მწამლავდა და მკლავდა გიო იზრდებოდა და თანდათან უფრო მეტად ხდებოდა ცხადი,რომ არ გვგავდა.გოგონები ქერა და ღია ფერის იყვნენ...გიო კი შავტუხა და ჩასკვნილი.საბედნიეროდ ,ამას ვერავინ ამჩნევდა,ჩემ გარდა.ერთი ორჯერ , ვითომ ხუმრობით , კი გააჟღერეს ქმრის ნათესავებმა,მაგრამ სერიოზული ეჭვი არავის გასჩენია.
ჩემი ცხოვრება ორად გაიყო...ურთულესი წლები გადავიტანე.პირველ ხანებში ღვიძლი შვილს ამბავს ვიგებდი და ამით ვკმაყოფილდებოდი...მერე და მერე კი მისი კვალი საერთოდ დავკარგე.. ძალიან გაბედულადაც ვერ ვბედავდი მის ძებნას...თვალი და ყური მისკენ მქონდა მიმართული,მაგრამ ამაოდ.ემოციურად დატვირთულმა წლებმა თავისი გაიტანა და ავად გავხდი. ამ ამბავმა დიდი დაღი დამასვა და სარკეში ჩახედვისას ჩემი ნაოჭები მაშინებდა....ტკივილი ხანდახან ისე შემომიძვრებოდა,დავჯდებოდი და ტირილით გულს ვიოხებდი ხოლმე. ჩემს მკურნალობას მხოლოდ რამდენიმე თვით მოჰქონდა შედეგი....მერე ისევ დეპრესია და საშინელი თავის ტკივილები.... თუმცა ცხოვრება მაინც გრძელდებოდა...გოგონები გაიზარდნენ...დაოჯახდნენ....გიო სტუდენტი იყო და ვცხოვრობდით ასე.... გიო თბილისში სწავლობდა. მეგობრები გაიჩინა...ერთხელაც ის მეგობრებმა დუშეთში დაპატიჟეს...ვიცოდი, ვისთანაც იქნებოდა.ამიტომ არ ვღელავდი....თუმცა სამი დღის ნაცვლად ერთი კვირით რომ დარჩნენ , ავნერვიულდი. სახლში ჩამოსვლისას ცოტა დაბნეული და ამავდროულად, აღტაცებული მომეჩვენა...რას გამომაპარებდა... ----რამეს მიმალავ მეთქი?----ჩავეძიე ----რომ იცოდე,იქ ერთი გოგონა გავიცანი...ჩემ დებს როგორ გავსო...ზუსტად ისეთივე თვალები და ისეთივე თმები,როგორც ნინიკო-მარიკა-თეკასო... არ შევიმჩნიე...ვინ იცის რად დამიჯდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი.... მოკლედ , ჩემი ნანო ყავდა გაცნობილი და ვატყობდი , მასზე იყო შეყვარებული... დავტრიალდი და დედამისს შევუთვალე....გავაგებინე....მას წინააღმდეგობა არც ახლა გაუწევია....
სამ თვეში დედამთილი გავხდი. დედა_დედამთილი...არც მე და არც მისი გამზრდელი დედა არაფერს ვიმჩნევთ...ღმერთმა ინება და ჩემი შვილი თავის სახლში დააბრუნა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ისინი ერთმანეთის ნათესავები არ არიან... ისინი ერთმანეთის ნათესავები არ არიან...
21. ინცესტიი ;დ ინცესტიი ;დ
19. ძალიან მომეწონა. ასეთი რამ მხოლოდ სერიალებში მინახავს. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან მომეწონა. ასეთი რამ მხოლოდ სერიალებში მინახავს. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
18. მადლობა,ვინც წაიკითხა.მართლაც სერიალივით ამბავია...ალბათ სამასი სერია გამოვა. არადა ნამდვილია მადლობა,ვინც წაიკითხა.მართლაც სერიალივით ამბავია...ალბათ სამასი სერია გამოვა. არადა ნამდვილია
17. შვილი უფლის საჩუქარია და რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება, თუ გოგო... მთავარია, რომ ის შენი ნაწილია, შენი სისხლი და ხორცია!
მოგიკითხეთ მარიამ:** +++++
XI კომენტარს ვეთანხმები)) შვილი უფლის საჩუქარია და რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება, თუ გოგო... მთავარია, რომ ის შენი ნაწილია, შენი სისხლი და ხორცია!
მოგიკითხეთ მარიამ:** +++++
XI კომენტარს ვეთანხმები))
16. მადლობა,მუხა.შენც გილოცავ... მადლობა,მუხა.შენც გილოცავ...
15. გილოცავ აღდგომის დღესასწაულს! გილოცავ აღდგომის დღესასწაულს!
14. მინდა რომ ყველამ წაიკითხოს...გავითვალისწინოთ და ქართულ მენტალიტეტს ნუ შევწირავთ ოჯახებს და ახლობლების სიყვარულს.... ნიცას დიდი სიყვარულით ვკოცნი:)
მინდა რომ ყველამ წაიკითხოს...გავითვალისწინოთ და ქართულ მენტალიტეტს ნუ შევწირავთ ოჯახებს და ახლობლების სიყვარულს.... ნიცას დიდი სიყვარულით ვკოცნი:)
13. რაღა თქმა უნდა, პრობლემაა,ძალიან დიდი,რა გოგო,რა ბიჭი?ხალხი მილიონებს ხარჯავს ,რომ შვილი ეღირსოთ,ერთი-ორი ახლობელიც მყავს ასეთი პრობლემით, მართლა რა ქაჯობაა,ეს ბიჭი..ბიჭი..არიქაა..ბაგრატიონები არ ებადებოდეთ ახლა მაგათაც,მემკვიდრეები ტახტის და ასეც რომ იყოს,იმ სულკურთხეულმა რუსთაველმა როდის დაგვიწერა ,,ლეკვი ლომისა სწორიაო,, .
მე მყავს ახლა პატარა გოგო- ნიცა აბესაძე და არა მგონია, ამაზე შემიყვარდნენ ჩემი ბიჭი აბესაძეები. რაღა თქმა უნდა, პრობლემაა,ძალიან დიდი,რა გოგო,რა ბიჭი?ხალხი მილიონებს ხარჯავს ,რომ შვილი ეღირსოთ,ერთი-ორი ახლობელიც მყავს ასეთი პრობლემით, მართლა რა ქაჯობაა,ეს ბიჭი..ბიჭი..არიქაა..ბაგრატიონები არ ებადებოდეთ ახლა მაგათაც,მემკვიდრეები ტახტის და ასეც რომ იყოს,იმ სულკურთხეულმა რუსთაველმა როდის დაგვიწერა ,,ლეკვი ლომისა სწორიაო,, .
მე მყავს ახლა პატარა გოგო- ნიცა აბესაძე და არა მგონია, ამაზე შემიყვარდნენ ჩემი ბიჭი აბესაძეები.
12. მშვენიერია. სულმოკლე ქმარ-დედამთილი აღარ დაილია ამ ქვეყანაში. :) მშვენიერია. სულმოკლე ქმარ-დედამთილი აღარ დაილია ამ ქვეყანაში. :)
11. სარომანე მასალაა, მარი! ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარი! 5 სარომანე მასალაა, მარი! ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარი! 5
10. მარი!5+++
სამ თვეში დედამთილი გავხდი. დედა_დედამთილი...არც მე და არც მისი გამზრდელი დედა არაფერს ვიმჩნევთ...ღმერთმა ინება და ჩემი შვილი თავის სახლში დააბრუნა...
ქრისტე აღსდგა!!!!!! მარი!5+++
სამ თვეში დედამთილი გავხდი. დედა_დედამთილი...არც მე და არც მისი გამზრდელი დედა არაფერს ვიმჩნევთ...ღმერთმა ინება და ჩემი შვილი თავის სახლში დააბრუნა...
ქრისტე აღსდგა!!!!!!
9. ქრისტე აღსდგა,ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ძალა და მადლი ნუ მოგაკლოთ ღმერთმა. ქრისტე აღსდგა,ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ძალა და მადლი ნუ მოგაკლოთ ღმერთმა.
8. ჯერ არცერთი ცოდვა არ შემხვედრია , რომ შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო. გოეთე აი ამას ვეძებდი,რომ დამეწერა აქ:( ჯერ არცერთი ცოდვა არ შემხვედრია , რომ შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო. გოეთე აი ამას ვეძებდი,რომ დამეწერა აქ:(
7. მეც ბევრი ვიფიქრე ამ ისტორიაზე,როცა გავიგე.სხვისი განსჯა იოლი საქმეა.უბრალოდ,არ ვიცი,მე მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი.როგორც ჩანს,ამ ადამიანს ბედი სწყალობდა. მხოლოდ ის შევძელი , რომ დამეწერა... მეც ბევრი ვიფიქრე ამ ისტორიაზე,როცა გავიგე.სხვისი განსჯა იოლი საქმეა.უბრალოდ,არ ვიცი,მე მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი.როგორც ჩანს,ამ ადამიანს ბედი სწყალობდა. მხოლოდ ის შევძელი , რომ დამეწერა...
6. ჯერ განცდამ და "ადამის" უსამართლობამ ამატირა. მერე ბედნიერებამ... ერთი დიდი რომანის ტოლფასია...
პატივისცემით: ჯერ განცდამ და "ადამის" უსამართლობამ ამატირა. მერე ბედნიერებამ... ერთი დიდი რომანის ტოლფასია...
პატივისცემით:
5. ძალიან სამწუხაროა,რომ ამ ქალმა ასეთი რაღაც ჩაიდინა,მით უფრო თუ ეს რეალურია.... ძალიან სამწუხაროა,რომ ამ ქალმა ასეთი რაღაც ჩაიდინა,მით უფრო თუ ეს რეალურია....
4. სწორედ ასეთმა გაცვლამ დამაინტერესა ამ ისტორიაში... ამბავი რეალურად მოხდა საქართველოში. სწორედ ასეთმა გაცვლამ დამაინტერესა ამ ისტორიაში... ამბავი რეალურად მოხდა საქართველოში.
3. შვილების გაცვლა მეც გამიგია, მაგრამ ასეთი დაბრუნება.... საინტერესოა. შვილების გაცვლა მეც გამიგია, მაგრამ ასეთი დაბრუნება.... საინტერესოა.
2. მოვალ მე აქ!!!!!!!!!!!:) მოვალ მე აქ!!!!!!!!!!!:)
1. ძალიან საინტერესო ისტორიაა. ))
ძალიან საინტერესო ისტორიაა. ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|