ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
6 მაისი, 2013


ჩემი ბაბუა

ჩემი ერთა ბაბუა
მიყვარს ძალიან.
ბაბუს ჩემთან სათამაშოდ
მუდამ სცალია.

დამიჯდება, მიკითხავს
ზღაპრებსა და არაკებს,
ან მიყვება ძველ ამბებს,
ან მე მალაპარაკებს.

დამიხატავს გრძელყურა,
სასაცილო ბაჭიებს,
მელაკუდებს, დათუნებს,
მაიმუნებს პრანჭიებს.

შეუძლია გათალოს
სათამაშო ურემი
და იქნება ისეთი...
არ მოიწყენ ყურებით.

ის ყველაფრის მცოდნეა,
ჩემი მეგობარია,
მიტომ მასთან  სტუმრობა,
ყოველთვის მიხარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები