 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 10 მაისი, 2013 |
დედა
მე და ანა ხელჩაკიდებული ვტრიალებთ,დიდი მინდვრის გვირილებით და ყოჩივარდებით მოჩითულ მინდორში,ვტრიალებთ მანამ,სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა.მერე უეცრად ჩნდება ქალი,მთლად თეთრებში ჩაცმული.ჯერ ანას ჩაისვამს კალთაში და დიდხანს ეფერება,შემდეგ მე გადამისვამს თავზე ხელს,მომეფერება,გულში ჩამიკრავს და ისევ მიდის,შორს,თვალს მიეფარება და უსასრულობაში ქრება.მას იმ ქალის სახე აქვს, ჩვენთან კედელზე რომ სურათია და ტკბილი,ძალიან ტკბილი სუნი....
ბავშვობაში ამ შინაარსის სიზმარმა საშინლად გამაწამა.გამეღვიძებოდა და მთლად ოფლში ვცურავდი.მერე ხელს გადავყოფი იმ მხარეს,სადაც დედას ეძინა ხოლმე და სიცარიელეში მოვაფათურებდი.მერე მეორე მხარეს გავაფათურებდი ხელს,მამისკენ,ისიც ხან ბორგავდა და ხანაც ,როცა არ ეძინა,დამამშვიდებდა,ნიკაო,მომეფერებოდა ...მე კი ბურანში მყოფს და სიზმრისგან დაღლილს,ისევ მალე დამეძინებოდა ხოლმე.
**** **** **** ****
ნიკა
მე და დედა ერთად ვარჩევდით სახელს.მას უნდოდა ანა დაგვერქმია,მე კიდევ ნინიკოს ვიჩემებდი...მერე,როცა ამაზე ლაპარაკი მოგვბეზრდებოდა,თმაზე ლამაზ ბაბთას გამიკეთებდა და მეფერებოდა.მანებივრებდა.გოგოსა და ბიჭი შვილის სიყვარულს ჩემზე ისრულებდა.სურათიც მაქვს გოგოსავით გრძელ თმაში და ბანტით თავზე.მეორე სურათზე კი თავსაფარი მიკეთია...არადა ნანატრ გოგოს ველოდებოდით,მე დას, ის კი შვილს.მას ანა უნდოდა დაერქმია.....
***** ***** ****** *****
ანა
ჩემი და ანა , ახლა ჩვიდმეტი წლისაა.მე და ანა ერთად ვცხოვრობთ ჩვენ სახლში,მარტოები.მე ვმუშაობ და თან ვსწავლობ.ანა სკოლას ამთავრებს და ექიმი უნდა გამოვიდეს... ბინაში გვაქვს სამი სკამი,ერთი მაგიდა და ერთი კარადა.კიდევ დედის სურათი გვაქვს....სამაგიეროდ გვაქვს სულ ნატვრის ფიქრში გახვეული გულები და ბედნიერები ვართ, რომ ისევ ერთად ვართ. ხშირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში ერთად და მე მიხარია,რომ ანა ჩემთანაა.
**** **** **** *****
ნიტა
იმ ღამით დედასთან მეძინა.დილით როცა გავიღვიძე,დედა აღარ დამხვდა,თუმცა საბანი და ბალიში ისევ თბილი იყო....სანამ ავტირდებოდი,ბებია შემოვიდა და მითხრა,დედა პატარა დაიკოს მოსაყვანად წავიდაო.გახარებულმა სათამაშოები მოვაგროვე და ოთახებში სირბილი დავიწყე ,თან გავყვიროდი,როცა მოვა ერთად ვითამაშებთ მეთქი. დედის საბანი და ბალიში მეტად აღარ გამთბარა....ჩემი დაიკოც სახლში მხოლოდ ორი წლის მერე მოვიდა,ახალფეხადგმული. დედას ანა უნდოდა დაერქმია და მართლაც ანა დავარქვით.ნინო რომ მინდოდა დამერქმია ,მეტად არც გამხსენებია.
ანა ისეთი საყვარელი ბავშვი იყო...კულულა თმა და ლამაზი ცხვირი...სუნიც დედასნაირი ქონდა,მოტკბო. მაშინვე ცხვირი აბზიკა და ნიტაო დამიძახა...მას მერე ნიტას მეძახის.
**** ***** ****** *** მამა
დედა ჩემ დაზე მშობიარობას გადაყვა. ანა მამიდამ გაზარდა,მე კი მარიამ ბიცოლამ.მამამ ერთ დღეს ბებიასთან საუბარში რომ თქვა,ბევრი ვალი მაქვსო,მის მერე წავიდა და აღარ მინახავს.მე კარების უკან ვიდექი და ყველაფერი მესმოდა.მაშინ ვალი არ ვიცოდი რას ნიშნავდა,მაგრამ მივხვდი,რომ ის როცა გაქვს,მაშინაა ცუდი.მანამდე კი მეგონა,თუ რაიმე გქონდა,კარგი იყო.... მარიამ ბიცოლას მოტკბო სუნი არ ქონდა,მაგრამ კარგი ქალი იყო.ყველაფერს მისრულებდა და მყიდულობდა,მაგრამ მე მაინც დედა,მამა და და მენატრებოდა და სულ ვტიროდი.თვალები მისივდებოდა და მერე ვერაფერს ვხედავდი... ბებია დედაჩემის დარდმა გადაიტანა. სიბერე გაუმწარდა და ჩვენთან დიდხანს ვეღარ დარჩა...შვილთან წავიდა...
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. შევიფერო:)მოგიკითხე მარი:) შევიფერო:)მოგიკითხე მარი:)
14. სამი დღე არ გასულა...გავაგრძელებ აბა რა:) დაწერილი მაქვს უკვე სამი დღე არ გასულა...გავაგრძელებ აბა რა:) დაწერილი მაქვს უკვე
13. :) გააგრძელე. :) გააგრძელე.
12. რასაც სწერ იმის გაგრძელებას ,რომ ელოდება არტე:)დილამშვიდობისა:) რასაც სწერ იმის გაგრძელებას ,რომ ელოდება არტე:)დილამშვიდობისა:)
11. რასაც სწერ იმის გაგრძელებას ,რომ ელოდები არტე:)დილამშვიდობისა:) რასაც სწერ იმის გაგრძელებას ,რომ ელოდები არტე:)დილამშვიდობისა:)
10. დამასევდიანა :( +++++ დამასევდიანა :( +++++
9. ვკითხულობ. ველოდები გაგრძელებას. ) ვკითხულობ. ველოდები გაგრძელებას. )
8. სევდიანი ისტორიაა, გული მეტკინა. სევდიანი ისტორიაა, გული მეტკინა.
7. აქ ყველაფერი მომწონს: ნიკი, ავატარი, პროზა, სითბო. . . ჩემი შეფასების მაქსიმუმი ++ :) აქ ყველაფერი მომწონს: ნიკი, ავატარი, პროზა, სითბო. . . ჩემი შეფასების მაქსიმუმი ++ :)
6. დამასევდიანე ბუდულა... ველოდები გაგრძელებას. ლაკონურად და გასაგებად, სულშიცამწვდომად წერთ... დამასევდიანე ბუდულა... ველოდები გაგრძელებას. ლაკონურად და გასაგებად, სულშიცამწვდომად წერთ...
5. ნაცნობი ადამიანის ნაცნობი ისტორია... +5 ნაცნობი ადამიანის ნაცნობი ისტორია... +5
4. მადლობა ყველას... არტე,რა მოსწრება უნდა...განა ისეთს რას ვწერ:) მადლობა ყველას... არტე,რა მოსწრება უნდა...განა ისეთს რას ვწერ:)
3. კარგად წერ! საინტერესო იქნება გაგრძელება. კარგად წერ! საინტერესო იქნება გაგრძელება.
2. სულაც არ იყო ცუდი სულაც არ იყო ცუდი
1. ძალიან მეძინებოდა და ჩამითრია ამ ამბავმა:)როდის რას ასწრებ მარი:)
რათქმაუნდა მოეწონა არტიკუშკის:)5+++ ძალიან მეძინებოდა და ჩამითრია ამ ამბავმა:)როდის რას ასწრებ მარი:)
რათქმაუნდა მოეწონა არტიკუშკის:)5+++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|