ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2013


არანაირი პოეზია

არანაირი პოეზია, არანაირი ხელოვნება...
არსებობს დღეები, რომლებსაც გასახსენებლად
არც facebook-ის new events სჭირდებათ,
არც მობილურში აღნიშვნა.
არც სავალდებულონი არიან გასახსენებლად,
არც ვინმე ელოდება რომ გაიხსენებ....
მაგრამ მაინც გახსოვს.
გახსოვს იქამდე სანამ, სანამ ... არ ვიცი...

გულის სიღრმეში გეშინია არ დაგავიწყდეს...
ცდილობ აღნიშნო...
ან სულაც- სადმე მონიშნო...

როგორც ამდენთვიანი გაქრობის შემდეგ
ისევ შემოვედი ჩემს გვერდზე და
ასე უბრალოდ მოვნიშე დღევანდელი დღე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები