ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2013


ტრისკადეკაფობია 2

-რა არის სიკვდილი?..
რომ ვიცოდე სიკვდილის სრულყოფილი არსი, ალბად ცოცხალი არ ვიქნებოდი...
-კი მაგრამ, რატომ?-ჩაეძია პაციენტს, იქსი.
-ვერ გიპასუხებთ,მე ხომ ცოცხალი ვარ.

თემა: ცხოვრებასთან ჭიდილი

-რატომ გეღიმება იქს?"ყველაფერს ხომ აქვს დასასრული"
-მაშინ ასე გკითხავ-როდის შეიქმნა სამყარო?
-მრავალი ათასი წლის წინათ...
-ხომ ხედავ... სრული პასუხი არავის აქვს, თუ როდის შეიქმნა სამყარო. მაშინ ნუ ვისაუბრებთ მის აღსასრულზე თუ თავად არ ვიცით,როდის დაიწყო ეს ყველაფერი.
-ვერ მიგიხვდი...
იქსი წამოდგა.ოთახს თვალი გადაავლო და შემდეგ,მშვიდი ნაბიჯებით, პაციენტს წინ მოექცა. 

-გაუგებარი არც არაფერია, მეგობარო. აქედან გამომდინარე, შეეშვი სიკვდილზე ფიქრს. ნუ ფიქრობ რაღაცის,დასასრულზე..-უთხრა იქსმა მას
-უბრალოდ გკითხე, თუ რა იყო სიკვდილი.
-მე კიდევ გპასუხობ: სიკვდილის ჭეშმარიტებას, სიკვდილის შემდეგ გაიგებ.
-იქამდე?..
-იქამდე იცხოვრე, როგორც ყველა.შეიყვარე და განიცადე ყოველივე. უაზრო, არაფრის მომტან ფიქრების გარეშე...
-ვინ ხარ ასეთი,იქს? საუბრობ ყველაფერზე ისე რომ, თითქოს საუკუნეების მანძილზე გიცხოვრია.თითქოს იმაზე მეტი გინახავს, ვიდრე ჩვენ გარშემომყოფთ.რატომ არის შენი ცხოვრება, ასეთი უცხო ყველასთვის?

-კიდევ ერთი ადამიანური მინუსი. სხვისი გაუხმაურებელი პირადი ცხოვრება, ხალხში ყოველთვის ინტერესს იწვევს.-გაეღიმა იქსს -მე ისეთი ვარ როგორც ყველა.ადამიანური პრობლემებით და შიშით*. ზუსტად რომ ცნობისმოყვარეობამ დაღუპა კაცობრიობა. ჩვენ კი თანამედროვენი, ევას უცვლელი სახე ვართ.
-პასუხს თავს, ჭკვიანურად არიდებ...
    იქს გაეღიმა მის ნათქვამზე, თუმცა აღარაფერი აღარ უთქვამს.მამაკაცი კი თვალებით ცდილობდა, იქსში სწორი პასუხი ეპოვა. გაეგო ყოველი და მის ქვეცნობიერსაც ჩასწვდომოდა.რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებდა. იქსი არ აძლევდა მას, ამის საშუალებას.
-იცხოვრე მშვიდი ცხოვრებით,მეგობარო და არ მისცე უფლება ბილწ ფიქრებს,ცხოვრება აგირიონ. ერთ ლამაზ გაფრენად მაინც ღირს, ჩვენი აქაური ყოფა- განაგრძო იქსმა - რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ. მთავარია შენ როგორს მხედავ, თორემ “გონიერი კაცი სულელის რჩევასაც მიიღებს, თუ ეს რჩევა გონივრულია” ...

                                                                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები