ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2013


ზუსტად 37 წამი

                                                                                  "მიზანი ამართლებს საშუალებას" (?!)

დროის ათვლა დაიწყო. ზუსტად 37 წამი მაქვს.
მე ჩემს უპირატესობას ვგრძნობ. ვიცი, რომ ეს ჩემი დროა, ჩემი შანსი.
მხრებში ვიმართები, თავს მაღლა ვწევ და საკუთარ თავში დარწმუნებული მივდივარ წინ.
ადამიანები ჭიანჭველებივით ირევიან  ჩემს გარშემო, მანქანები კი ადგილიდან არ იძვრიან, თითქოს, ჩემს მზერას გაუშეშებია ისინი.
სულ უფრო ცოტა დრო მრჩება, მე კი მაინც მშვიდი და გაწონასწორებული ნაბიჯებით ვაგრძელებ გზას მიზნისკენ.
ადამიანები სულ უფრო სწრაფად იწყებენ მოძრაობას.
ათი...
ცხრა...
რვა...
უკვე დარბიან, ავტომანქანები კი ისევ გაქვავებულან.
ექვსი...
ხუთი...
ოთხი...
ვუახლოვდები მიზანს და მსიამოვნებს.
სამი...
ორი...
ერთი...

ნარინჯისფერი...

მიზანი მიღწეულია!!!

წითელი...

ავტომანქანები იწყებენ მოძრაობას, ადამიანები კი მოთმინებით ელიან მწვანე შუქს - მიზნისკენ სწრაფვის ნებართვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები