ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
22 მაისი, 2013


საზიზღარი ცხოვრების ეპოზოდები

ცხოვრება საზიზღარი რამაა, არა და ამბობენ საოცარიაო, მშვენიერიაო... ეს  მოტყუებაა საკუთარი თავისა და მერე გარშემომყოფებისა.



აბა დაფიქრდით, მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ ფაქტები:

ვიყიდე ბილაინის ნომერი, მიხარია, გადავრეკე, გადმოვრეკე, გავრეკე! რა მაგარიააააა...

ჰო და ...უცებ მომინდა კიდევ დარეკვა , თუ რა ქვია...ჰო, ზარის განხორციელება!

მაგრამ უცებ მოდის  შეტყობინება, "ოპერაციის განსახორციელებლად თქვენ არ გაქვთ საჭირო თანხა"...რა ექიმივით ლაპარაკობს ეს ბილაინი?...:))))

და აი მაშინ დაიწყო ზუსტად...ამემღვრა გონება და გამახსენდა როგორ მომიარა რაღაცა სიგიჟემ, ავიტკიე ღვიძლი თუ თირკმელი, ზუსტად არ მახსოვს.

მივედი საავადმყოფოში, შევედი და ვეუბნები ასე,მოხრილი, შეწუხებული სახით, სტანდარტულად:

--ექიმო, მტკივაააა!

ექიმი ინტერესდება და მეკითხება, აკანკალებული და ცუდად დაფარული სიხარულის ტონებით ხმაში:

--აბა სად? აქ?....აქაც? ღმერთო ჩემო! ყველგან?--

შემდეგ დიდხანს მსინჯავს, მე ვცდილობ სიცილი შევიკავო და ვითომ ტკივილისაგან  ვიღრიჭები....შემოდიან სხვა ექიმებიც, ასე მგონია თეატრში ვარ, გარშემო მირბენენ და ყველა ცდილობს რაღაცა დაავადება შემატყოს...მერე შეტევაზე გადადიან:

---როგორ? თქვენი ფეხით მოხვედით? ..ნახე, ცოტა კოჭლობს...ფეხზე გადაუვიდა უკვე....ნეტავ წნევა რამდენი აქვს?  ჰემოგლობინი? დაეცა უეჭველი და გვიმალავს...თავის ტვინის მულტისენსორული ნეირონების გამოკვლევაა საჭირო....

---სასწრაფო ოპერაციაა ! გაამზადეთ ავადმყოფი!---ყვირის ვიღაც ზურგს უკან, მეორე ეჩხუბება....---ჩემთან მოვიდა! ჩემია!

მე პირს ვაღებ და მინდა რაღაც საპროტესტო გამოვთქვა...

--კი მაგრამ სახლში არ მითქვამს....თანაც..ოპერაციისთვის არ მაქვს საჭირო თანხა.

მაგრამ რა საოცარია ადამიანის , (ექიმის) ბუნება, ისინი ინდაურებივით ყაყანებენ:

----არა, რას ამბობთ! ჩვენ შევატყობინებთ! ახლავე დაწექით! დაწექით! არ დაეცეთ! გაგიმართლათ რომ აქამდე მოაღწიეთ! სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო! ცოტაც რომ დაგეგვიანათ, უეჭველი მოკვდებოდით!...მალე!...

გამაცია, მართლაც ცუდად ვიგრძენი თავი, მერე გამახსენდა რომ არაფერი მტკივა და უბრალოდ ვღადაობ.

ისინი კი განაგრძობენ:

--სოციალურს გაგიფორმებთ..მხოლოდ 400 ლარი....---მერე რაღაცას ჩურჩულებენ, ვითომ არ მესმის, ფანჯრიდან ვიყურები....ერთი ამბობს, "გუშინ ხელის გული მექავებოდა!" მეორე პასუხობს, "ეგ ხო, მაგრამ მე რომ ფეხისგული მექავება? უფრო მეტი ფული იცის?"--- კარი იღება და წამლების, სპირტის და რაღაცის, ძალიან საშინელი და უსიამოვნო  სუნი მცემს! ჩემსკენ მოიწევენ და ხელი უნდა მტაცონ!

---არაააა! ---- ვყვირი და წიხლს ვურტყამ ერთს მუცელში, ის იჩოქებს, ხელი მიიჭირა მუცელზე და იჭყანება, აშკარაა და ტკივილს განიცდის (აი ეგრე!) ქალი, რომელიც ზის მაგიდასთან, სათვალეს იხსნის და პირჯვარს იწერს! მე ვიღებ რაც ხელში მომხვდა უცებ, ეს ბოთლია! და ვესვრი ფანჯარას, მერე ყვირილით, "მკლავეეეენ!!!" ვხტები ძირს....

...............................................................................................................

მას მერე 6 წელი გავიდა და არაფერი მტკივა. არც მოვმკვდარვარ ,გასაკვირია და  არც ოპერაცია დამჭირვებია.

საზიზღარი ექიმები.

საზიზღარი ცხოვრება.

და მშვენიერი, თბილი ამინდი დღეს......:))))))))))))))



ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები