მე დავიბადე ოქროსფერ თმებით ქათქათა თეთრი,ცისფერ თვალებით, ჩემს შემხედვარეს გადაავიწყდა დედას ტკივილი,ღამე წვალების...
გულში ჩაკრული დამასეირნებს მამა ქუჩაში, ლოყებს მიკოცნის.. უკვე ვიღიმი და ხალხს ვუცხოობ, დროა თამაშის..დროა მილოცვის..
პირველი კლასი,ხელში წიგნები, და მეგობრები..ერთიც–დაქალი, სწავლა,გართობა,დროის გარბენა, მერე ბანკეტი და ბოლო ზარი...
ახალი ფიქრი,ახალი აზრი, დროა მომავალს გავუღო კარი, ვცდილობ მივიღო დედას რჩევები მაგრამ არ მესმის...ვერ ვუწყობ ნაბიჯს..
„უკვე დიდი ვარ, ვიცი რას ვამბობ, შენ ხომ არ გესმის რასაც ვგრძნობ ახლა, მაცადე თვითონ გადავდგამ ნაბიჯს“ გაუაზრებლად ვყვირი ხმამაღლა...
დედას ცრემლებით აევსო თვალი, ჩემმა სიტყვებმა ატკინა გული.. ჰო..გავიზარდე და აი ესეც ჩემს დედიკოსთან პირველი ჩხუბი..
ახლა მივდივარ..ცოტათი ვღელავ, პირველად ვტოვებ ჩემს მშობლებს მარტოს, ჩემი ცხოვრება ისევ თან მიმაქვს ცრემლები მაწვიმს...ცრემლები მათოვს..
მე დავიბადე..საოცარია.. ეს რეალობა როცა ვიწამე მე სწორედ მაშინ დავხუჭე თვალი... მე სწორედ მაშინ გარდავიცვალე ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. წარმატებები... :)
წარმატებები... :)
2. მადლობა .დიდი <3 მადლობა .დიდი <3
1. ავტორო,როგორ მოვიწონო ეს ლექსი ამ ლექსების შემდეგ,,მე ფიქრები'' და ,,ნუ მთხოვ''. საკმაოდ ნიჭიერი ხართ იმისთვის,რომ ემოციებით უფრო დატვირთოთ ნაწერი და ტექნიკურადაც გამართოთ,ეს სხვა ლექსებში გეტყობათ და ამიტომ გეუბნებით,,,იმედია გულისწყრომას არ დავიმსახურებ ჩემი ასეთი სიძუნწის გამო :) ,,მინდა,რომ ძალიან ბედნიერი იყოთ ! ასე მინდა მე !'' . წარმატებებს გისურვებთ.+1 დიდი პატივისცემით. ავტორო,როგორ მოვიწონო ეს ლექსი ამ ლექსების შემდეგ,,მე ფიქრები`` და ,,ნუ მთხოვ``. საკმაოდ ნიჭიერი ხართ იმისთვის,რომ ემოციებით უფრო დატვირთოთ ნაწერი და ტექნიკურადაც გამართოთ,ეს სხვა ლექსებში გეტყობათ და ამიტომ გეუბნებით,,,იმედია გულისწყრომას არ დავიმსახურებ ჩემი ასეთი სიძუნწის გამო :) ,,მინდა,რომ ძალიან ბედნიერი იყოთ ! ასე მინდა მე !`` . წარმატებებს გისურვებთ.+1 დიდი პატივისცემით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|