ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2008


ვაი,ჩემო საქართველოვ...

ვაი,ჩემო საქართველოვ,
მერამდენედ დაგლეჯილო,
აჩეხილო ბაღ-ვენახო,
გადამწვარო ტყევ,ჯეჯილო.

ხან ოსმალო გკორტნიდა და
სისხლსა გწოვდა ხან სპარსეთი,
ყველა ჭირი გადიტანე,
რა ხარ ნეტა შენ ასეთი?

გარეშე მტერს ჯერაც უძლებ,
შინა მოგერია თითქმის,
შენს კალთაში გამოზრდილზე
ვაიმე,რომ მტერი ითქმის.

სამაჩაბლო წაგართვეს და
ცალი მხარი ჩამოგთალეს,
ძმათა ხელით ძმა მოიკლა
და ატირდნენ მთები მწარედ.

აფხაზეთმა აძლიერა
იქ განცდილი და ნახული,
უმადურმა აფხაზებმა
ამოგიღეს მკერდში გული.

ახლა უკვე რუსიც გებრძვის,
ვაი,ეშმა ახარხარდა,
ქრისტიანი ქრისტიანს კლავს,
ნუთუ სჯულიც გადაგვარდა?

ზოგი იბრძვის,ზოგი ელის,
ზოგი სულაც გაგვეცალა,
შევიკვრებით მუშტად?ღმერთმა
ჩვენთვის ვეღარ მოიცალა?

მწამს,ქართული სული ისევ
აღსდგება და მტერს დათრგუნავს,
საქართველო გამრთელდება
და სატკივარს დრო განკურნავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები