ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2013


ბაბუ..

მახსოვს,ახალგაზრდა იყავი
და არ გაწუხებდა დარდები..
ბებოს ერთგულება ითავე
გულზე მოეფინე ვარდებად..

ყველას უყურებდი მზრუნველი
გაფერმკრთალებული თვალებით
შენი ყვავილების სურნელი,
გადამწვანებული ბაღები

როგორ მენატრება..არადა
უკვე რახანია გასული..
ჩვენი  ძველისძველი კარადა,
ჩვენი უტყვი მოწმე წარსულის...


შენ–ჩვენს მოლოდინში,ვინ იცის
ალბათ მერამდენედ დასველდი..
იქნებ ახლაც ზიხარ ბინის წინ
და ცარიელ ქუჩას  გასცქერი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები