-ადი ან ამატარე... -იქნებ სულაც კიბეზე ჩამოვჯდე? -თავხედი ხარ ვიღაც და უზრდელი. -მაგრამ არც შენ გაწერია შუბლზე, დიდი ასოებით, პატიოსნება. -ვინ მიგდიხარ, გაგიფენ წიხლქვეშ, დეგენერატო, უპატრონო გგონივარ შენ მე? -პატრონიანი სწორედაც...(ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს). -რა ხდება ახლა, დიდხნას გელოდოთ? ან ამოდით,ან ჩადით და იჩხუბეთ...(ხმას აუმაღლა მოთმინებადაკარგულმა მძღოლმა და ნაწვიმარ ქუჩას შეუკურთხა ყველას სანაცვლოდ).ორივე გადასარევად მოკალათდნენ ერთ სავარძელზე, გოგო ფანჯარასთან, ბიჭი მის გვერდით. ალმაცერად აპარებდნენ მზერას, თითქოსდა ორი წუთის წინ ჩახუტებულები ყოფილიყვნენ. მეც უკან ვიჯექი,მოპირდაპირე ფანჯარასთან. ბიჭს თლილი თითები ზურგიდან ჩამოხსნილ გიტარის შალითაზე ედო, შინდისფერი თმა ოკრო-ბოკროდ შეეჭრა. ჯინსის შარვალი ალაგ-ალაგ "დაეფორთოჩკებინა",დაცოცხილი ტოტებით მოერთო, წითელ ბათინკებს შავი თასმებით ჩამოეხრჩოთ თავი, ეს რა პატრონი მყავს, რამდენს დადისო. ტყავის პიჯაკს კი ღილებაწყვეტილი საღამო აეკონწიალებინა და ჯიბით გადაქონდა...ერთი შეხედვით ეს შემზარავი არსება, რომელსაც გინეკოლოგმა 32 წლის წინ ბიჭი უწოდა, შემდეგ კი მამამ ბაბუის სახელი აჩუქა, ვაჟკაცი მეზრდებაო, არც თუ ისე ცუდად მეტყველებდა, მართალია მისი ჰაბიტუსი მის ინტელექტთან არ მოდიო შესატყვისობაში, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც? ჩავთვალოთ, რომ ვალერაც გამონაკლისი იყო. ის გვერდით მიუჯდა სრულიად სხვა სამყაროდან მოვარდნილ ქმნილებას და უმტკიცებდა, რომ ფიზიკურობა ისაა, რასაც მე ნარჩენს ვეძახი, შუაგული სხეულის საძირკველიაო... გოგო ფანჯრისკენ იწევდა, თმას უფრო ხშირად ისწორებდა, ემოციური სჩანდა. -არ გაჩერდები? -რომ ვიცოდე გაღიზიანებ,გავჩერდებოდი,მაგრამ ზუსტად ვიცი მისმენ. -გისმენ რა, ყური მიხატული კი არ მაქვს... -ხშირად სჯობს მიხატული გქონდეს. -ახლაც. -ახლა მხატვრად ვერ ვიქცევი და თუ გინდა როკს გიმღერებ. -აქ? -რატომაც არა. -გააფრინე? -გაფრენილების სასტავიდან ვარ. -ხოო? -გამოფრენილები -'"პატარა ხარ,პატარა ხარ,პატარაა"-ამას მღერიან -შეურაცხყოფას რატომ აყენებ? -მოდი, ჯერ ამიხსენი შენს ენაზე, რას ეძახი შეურაცხყოფას? -თავი დამანებე რა? -ეგრეა,არ ვიცით რას ვამბობთ და მაინც ვამბობთ ხოლმე,მთავარია ხომ ვამბობთ,ხო? -ადგილი იყოს,გადავჯდებოდი. -შორს მაინც ვერ წახვალ,ერთ ტრანსპორტში ვართ. -მართლა? -ეგ ირონიაა თუ სიხარულის გამოხატულება? -თავს არ დამანებებ? თუ მაინცადამინც ჩავიდე? -უი, რას ამბობ, სად ჩახვალ, ახლა შენი სხეული მაცილებინე სახლამდე. -შენ გიჟი ხომ არ ხარ,რა გაცილება... -არც ვაპირებ,კონცერტზე მეჩქარება,თორემ ვიფიქრებდი. გოგო უხერხულად შეიშმუშნა,თვალები წამიერად დახუჭა,შიგნით რაღაც თბილი ჩაეღვარა,სასიამოვნო. გაიფიქრა, ნეტავ რა კონცერტი? ვინაა? მერე რა რომ როკერია, იქნებ მე ვერ ვიცანი და ვიღაც ცნობილია? თავი მაღლა ასწია, გაიმართლა, ქვეცნობიერმა აცნობა ყურადღების ცენტრში ხარ და შეიფერეო, გარეგნულად კი ისევ დაყენებული სახე აათამაშა, მართლაც ყველა მათ ვუსმენდით, ან სხვა რა საქმე გვქონდა?! -აბა, შენ თუ გამოიცნობ, სად მიდის ის ღრუბელი? -არსად! -კი, შენი თვალებისკენ მოდის,აი,ნახე როგორ აგითამაშდა. -რატომ? -ხომ გიხარია რომ გაგიცანი? -ფუუ,ვერ ხარ რა. -ფუ, იმ ურნას ქვია,სანაპიროს ტროტუარზე რომ დგას და კაცი იქექება,გაიხედე? -რა გინდა? -ააა,უკვე გაგიჩნდა სურვილი რამე მინდოდეს? -მოკეტავ? -უგასაღებოდ?ცოტა რთულია,მოვაჯახუნებ. -თუნდაც. -არადა, როგორ გინდა ღია დარჩეს. -შენ ხმამაღლა ფიქრობ? -შენ კი ფიქრის ორგანოს სპობ, დაუნანებლად. -რატომ? -ერთს ამბობ და საპირისპიროს ფიქრობ,უნიჭო მსახიობების თეატრიდან ხარ? -ეგ რაღაა? -ყველა იქიდან ვართ,ყველას მისამართი ერთია,მაგრამ უბნებადაა დაყოფილი,ეტყობა შენ გარეუბნიდან ხარ, ხო? -რა იცი? გოგო ვერ ხვდებოდა როკერის ქარაგმებს და პირდაპირ სცემდა პასუხებს გაკვირვებული,საიდან იცის ამდენი ჩემზეო. მე კი ღიმილისფერი სახე მუჭზე დამეყრდნო და წვიმაში ვიფანტებოდი... -შენ მე მთელი ცხოვრება გემახსოვრები. -რატომ ვითომ,ასეთი საყვარელი ხარ? -პირველად თქვი ახლა ის,რასაც გულში იმეორებდი (მრავალმნიშვნელოვნად და მოკრძალებულად გაიცინა). -ვერაფერი გავიგე. -არა მხოლოდ იმიტომ,რომ საყვარელი გავხდი შენთვის,იმიტომ უფრო,რომ ისე გელაპარაკე,როგორც დაგინახე...და კიდევ იმიტომ,რომ შენ სითბო გინდა,სიყვარული,ოჯახი,შვილი...და როცა გვერდით მამაკაცი მოგიჯდება,ის რეპერია,როკერი თუ საგარეო საქმეთა მინსტრი,კაცია და მაინც გსიამოვნებს, აქ სხვა არჩევანი მაინც არ გაქვს,სჯერდები იმას,რაც ამ დროს გეძლევა და სხვა თუ არაფერი,თავს ირთობ და იწყნარებ იმით,რომ ჯერ კიდევ ხარ სასურველი ქალი ნებისმიერი კაცისთვის,ეს ყველა ქალის თვისებაა,უშნო იქნება თუ უმშვენიერესი,მაინც გაგირბის თვალი. -რას მიყურებ? -ასეა!ახლა შენ რომელიღაც გაჩერებიდან რომელიღაც გაჩერებამდე გყავდა კაცი,რომელსაც "სიმართლეს" შეარქმევს შენი ქვეცნობიერი,წახვალ სახლში და ამ აუტანელ არსებას-მე,რომელსაც დაყენებული ირონიით ზედაც არ უყურებდი,მეგობრებთან უნიჭიერეს როკერად მაქცევ,ცნობილიც ვიქნები და ამ ჩემს სიტყვებს კიდევ უფრო გაალამაზებ,შენს გემოზე...სადილს მოკმეული უცხო სუნელივით...აი,ჩემთვის კი ისევ ის იქნები,რაც ახლა...ამით განსხვავდებიან კაცები ქალებისგან...თქვენი ფანტაზია ჩვენს საზღვრებს სცდება,თავად იშენებთ კოშკებს და მისივე კიბეებზე ენარცხებით... -მთვრალი ხარ? -სიმთვრალე გულის ჩრდილია...მაგრამ ახლა ეგ ჩრდილი არ მახლავს,ვერც შენ მჩრდილავ,ჩვენ მუსიკის სხვადასხვა სახეობაში დაკარგული ბგერები ვართ,შენ მეძებ,მე უკვე გიპოვე და დავუკარი კიდეც,აქ მყოფებიც გავართეთ, თუმცა ბევრმა პირი იბრუნა ისე,ვითომ არ აინტერესებდეთ ჩვენი სახეები,ხელოვნება მხოლოდ მუსიკა არაა,არც ცეკვა,არც წერა...ყველაზე დიდი ხელოვნება ურთიერთობაა,განწყობაა...მხატვრის ფერებიც ჩვენ ვართ და ფუნჯებიც...მე დღეს შენ დაგიკრავ კონცერტზე... -გმადლობთ,რა პატივიააა. -ვიცი ყველაზე დამაყრუებელი იქნება,რაც კი დამიკრავს,ალბათ უინტერესოც,მაგრამ შენ ასეთი ხარ... წვიმა იკლაკნებოდა ფანჯრებზე,მე ისევ ღიმილი დამთამაშებდა და მართლაც არ გამიხედავს მათკენ,არადა რამდენს გვინდოდა სახის მხოლოდ მცირე მოძრაობა... -ჩავდივარ.ბედნიერად,გაცილებით უკეთესი იქნები სახეს თუ ჩამოირეცხავ... -ნახვამდის. ჩემი ფანჯრიდან მთაწმინდა გამოჩნდა,განათებული იდგა თავის სიმაღლეზე,ამაყად,მას არც წარსული ახსოვდა და არც მომავალი,რაც დააკისრეს იმას ასრულებდა.მეც ამ გაჩერებაზე ჩავალ,რა თავსხმააა...გავიქეცი,მაგრამ წყალი შემდის ფეხებში,ეხ,წყალს ვინღა ჩივის,სიცხე ამიწევს,უკან ვიღაც ბიჭის ფეხების ხმა ჯარისკაცის ბათინკებს მაგონებს,ნეტა რა აცვია უპატრონოს ასეთი?!კიდევ გავრბივარ და კიდევ მორბის...ან რით ვერ დამეწია?მეტროსთან უკვე ჩემს ზურგს მოუახლოვდა,არც დაუძახია,ჩურჩულით მომმართა: -ქალბატონო! მივბრუნდი,მათხოვარი მეგონა,ფეხებზე წითელი ბათინკები დამპალ შინდისფრად ექცია წვიმას,ტოტის ფოჩები მის მტვრად,მარჯვენა მხარზე გიტარა შემოეგდო... -იცით?მე თქვენ ძალიან მომეწონეთ... ის,ჩემს წინ იდგა და არც როკერი იყო,არც რეპერი,არც მინისტრი,....უბრალოდ ის... ის ბიჭი, რომელიც მომსდევდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა ))
მხიარულია ))
მომეწონა ))
მხიარულია ))
4. :) გაიხარეთ, დიდი მადლობა.. :) გაიხარეთ, დიდი მადლობა..
2. მომსდევდა <<< მომდევდა
საკმაოდ საინტერესოდ იკითხება დიალოგი, აზრობრივადაც კარგია... -უგასაღებოდ?ცოტა რთულია,მოვაჯახუნებ, - ასე რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა ხარხარი ამიტყდებოდა... მსუბუქი იუმორი...
მოკლედ კარგია და +5 მომსდევდა <<< მომდევდა
საკმაოდ საინტერესოდ იკითხება დიალოგი, აზრობრივადაც კარგია... -უგასაღებოდ?ცოტა რთულია,მოვაჯახუნებ, - ასე რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა ხარხარი ამიტყდებოდა... მსუბუქი იუმორი...
მოკლედ კარგია და +5
1. -მოკეტავ? -უგასაღებოდ?ცოტა რთულია,მოვაჯახუნებ.
აი ამან ისე იმოქმედა ისე იმოქმედა ჩემზე რო ჩემგან +5 ცუდად ვარ იმდენი ვიცინე, მთელი ნაწარმოების კითხვის დროს ღიმილი არ მომშლია . მოკლედ მაგარია რა -მოკეტავ? -უგასაღებოდ?ცოტა რთულია,მოვაჯახუნებ.
აი ამან ისე იმოქმედა ისე იმოქმედა ჩემზე რო ჩემგან +5 ცუდად ვარ იმდენი ვიცინე, მთელი ნაწარმოების კითხვის დროს ღიმილი არ მომშლია . მოკლედ მაგარია რა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|