ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2013


და ხვდები

ფიქრი სამი ათას ოცდაშვიდი,
აზრი - ვერსასრული ათწილადი...
იწყება წვეთების პანაშვიდი,
და ხვდები, შენც როგორ გაგწირავენ

თუ ხურდა არ დაუგდე ამ ცხოვრებას...
ასაკი თითებზე დასათვლელი...
და ხვდები, რომ უნდა აცოცდე და
აქ წყდება ზეცისკენ ასასვლელი...

მაისი წვიმებთან შეჯვარებით,
ღამისკენ გადადგმული ნაბიჯები.
და ხვდები, ვიღაცას ეჯავრები
უზმნოდ, უზმნისწინოთ, გაგიჟებით...

მუსიკა უფრო მეტი მოძმეა, რომ
შენც ასე შეგძლებოდეს ბულბულობა...
და ხვდები, დღეს სული ვერ მოძებნე,
გუშინ რომ ეშმაკთან ძუნძულებდა,

გუშინ წინ თავი შენი გადაჩეხე
კბოდეს და კლდის ნაპირს, უფსკრულამდე.
და ხვდები, რომ უკვე ათასჯერ ხარ
წარსული, რომელიც უკუაგდე...

ფიქრი კი სამი ათას იქს ცამეტი...
ციკლოპი ოდისევსთან დამეგობრდა...
და ხვდები, ახლა მე იქ წავედი,
სადაც მაქვს უკარო ნაგებობა

ლექსების!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები