 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 1 ივნისი, 2013 |
როცა თვითონ აკეთებდა, გემრიელიც გამოდიოდა. ახლა მე და ჩემი და ვწვალობთ და არაფერი გამოგვდის.თუმცა როგორ გამოგვივა,პროდუქტიც კი არ გვაქვს საკმარისი.კარტოფილი დავთვალეთ,მხოლოდ შვიდი ცალია.ახლა უფრო პატარას და ოთხ ცალს ,დღევანდელ წვნიანში ჩავყრი,სამს და შედარებით დიდებს ,ხვალისათვის დავიტოვებ.ექიმმა თქვა,კარგად უნდა იკვებოსო,ვიტამინებით მდიდარი საჭმელი უნდა ჭამოსო.მამა იშმუშნებოდა,ჯერ წამლის ფულიც არ უშოვია. დედა ერთი კვირაა ავადაა და მხოლოდ გუშინ გამოვიძახეთ სასწრაფო.დაძინებამდეც ვიცოდი,რომ ცუდად იყო, ამიტომ ფხიზლად მეძინა...როგორც კი მამამ დაიძახა, ჩვენ ჩიხში სასწრაფოს დახვდი ,ვაითუ ვერ მოგვაგნონ და დააგვიანდესო,მაშინვე წამოვხტი და ფეხშიშველი გავიქეცი გარეთ. ჩუსტები ისე ამეფორთხიალა ფეხებში,მაგის ჩაცმას რომ დავლოდებოდი, ვიცოდი დამაგვიანებდა,ამიტომ გავრბოდი უჩუსტოდ.გავრბოდი და ფეხის გულები მესერებოდა გზაზე ხვინჭკებითა და მიწით,მაგრამ ჩაცმას დიდი დრო უნდოდა ,მე კი არ დავკარგე. სასწრაფო მართლაც მალე მოვიდა.დედა გასინჯეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. აი, ამის მერე არის , მე და ჩემი და საჭმელს ვაკეთებთ და კარტოფილს ვითვლით....სამი ცალი დღეს უნდა ვაკმაროთ და ოთხი ცალი ხვალ.სადილი საავადმყოფოში წავუღეთ,მაგრამ ისე დასუსტებული მომეჩვენა,ჭამის თავიც არ ქონდა,თუმცა მადლიერი თვალებით შემოგვხედა და თვალები ცრემლებით აევსო.მეც ამიწყლიანდა თვალები, მაგრამ არ უნდა ვიტირო,ვიცი დედა გამოჯანმრთელდება. ჩემთვის ოთხმოცი ლარი მქონდა მოგროვებული, საზაფხულოდ კაბის და ფეხსაცმელების ყიდვა მინდოდა...გუშინვე გადმოვაპირქვავე ჩემი „სპილოს“ სალარო და მამას მივეცი ყველა...არაუშავს, როცა გამოკეთდება, მერე ვიყიდი...მანამდე ნაჩოს ფეხსაცმელებს ჩავიცვამ ხოლმე .
***************************************
დედას სერიოზული მკურნალობა დასჭირდა.ბევრი სისხლი დაკარგა და ანემია აქვს.რამდენიმე დღე წელში მოხრილი და წელშეხვეული დადიოდა,თუმცა არაფერს იმჩნევდა.მხოლოდ მამას დავაცდენინე რამდენიმე სიტყვა: ქალური პრობლემები აქვსო, მეტი არაფერი მითხრა. ბევრი იფიქრა მამამ და რადგან სტამბოლში მკურნალობის თანხას ასე ადვილად ვერ გადავიხდიდით , ბინა გავყიდეთ. მე და ნაჩო ბებოსთან გადავედით საცხოვრებლად.სტამბოლში წასვლამდე დედას სპეციალურად სკაიპი გავაკეთებინეთ, კლინიკიდან რომ დაგვკავშირებოდა. ვუთხარი, ეს არასდროს გამორთო მეთქი... ყოველ დილით პირველად ჩემ ნოუთბუქს ვრთავ, მერე ვრთავ სკაიპს და გულისფანცქალით ვუყურებ, ხომ ანთია მწვანედ...თუ ანთია, ესეიგი კარგადაა და დანახვასაც შევძლებთ.მერე სკოლაში მივდივარ და ერთი სული მაქვს,როდის მოვალ,რომ ისევ ვნახო, ხომ ანთია... ერთხელ სკოლიდანაც მოვახერხე,რომ მენახა, მასწავლებელს ვთხოვე...იმ დღეს ქიმიოთერაპიას იკეთებდა და ვიცოდი, ვერ დამელაპარაკებოდა, მაგრამ ხომ ენთო...ჩემთვის მთავარი იყო,რომ მისი სკაიპი მწვანედ იყო ანთებული...
შიშით ვხედავ ჩემ მომავალს და ვიცი, ამ ფერზეა დამოკიდებული, რამდენად ხანგრძლივი იქნება ჩემი ბავშვობა....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დაკარგულო...ახლა ცხარე ცრემლით ვიწყებ ტირილს.მენატრება ყველა და არ მინდა სული ამომძვრეს ამ მონატრებაში...მოკლედ ყველა და არ უნდა ახლა ამას დაკონკრეტება:DD დაკარგულო...ახლა ცხარე ცრემლით ვიწყებ ტირილს.მენატრება ყველა და არ მინდა სული ამომძვრეს ამ მონატრებაში...მოკლედ ყველა და არ უნდა ახლა ამას დაკონკრეტება:DD
11. შიშით ვხედავ ჩემ მომავალს და ვიცი, ამ ფერზეა დამოკიდებული, რამდენად ხანგრძლივი იქნება ჩემი ბავშვობა....
მოეწონა არტეს,მოგიკითხე მარი:)+++ შიშით ვხედავ ჩემ მომავალს და ვიცი, ამ ფერზეა დამოკიდებული, რამდენად ხანგრძლივი იქნება ჩემი ბავშვობა....
მოეწონა არტეს,მოგიკითხე მარი:)+++
10. ძალიაან გამიკვირდა ახლა ამის წაკითხვა. ვისი მანერა უნდა დატყობოდა ჩემ ნაწერს , წარმოდგენა არ მაქვს.მე კი მგონია,რომ ჩემგან ისწავლა იმ სხვებმა წერა:DDD ცოტა მაინც დამიკონკრეტე,თუ გინდა პირადში მომწერე...ვინც კარგად წაიკითხავს,მიხვდება,რომ ეს ჩემი სტილია,თავიდან ბოლომდე არც ხელის შევლებას ვაპირებ,რადგან ეს დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი . როცა დავწერე,ანუ პირველ ივნისს ,მისი დაბადების დღე იყო. ძალიაან გამიკვირდა ახლა ამის წაკითხვა. ვისი მანერა უნდა დატყობოდა ჩემ ნაწერს , წარმოდგენა არ მაქვს.მე კი მგონია,რომ ჩემგან ისწავლა იმ სხვებმა წერა:DDD ცოტა მაინც დამიკონკრეტე,თუ გინდა პირადში მომწერე...ვინც კარგად წაიკითხავს,მიხვდება,რომ ეს ჩემი სტილია,თავიდან ბოლომდე არც ხელის შევლებას ვაპირებ,რადგან ეს დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი . როცა დავწერე,ანუ პირველ ივნისს ,მისი დაბადების დღე იყო.
9. სხვისი წერის მანერა დაკრავს ბოლო დროს თქვენს ნაწერებს ძვირფასო მარიამ.. თუ ვცდები მომიტევებთ.. გულიანი ნაწერია, მაგრამ ხელის შევლება უნდა. წარმატებები*) სხვისი წერის მანერა დაკრავს ბოლო დროს თქვენს ნაწერებს ძვირფასო მარიამ.. თუ ვცდები მომიტევებთ.. გულიანი ნაწერია, მაგრამ ხელის შევლება უნდა. წარმატებები*)
8. :(.... ძალიან იმოქმედა.. :(.... ძალიან იმოქმედა..
7. დიდი მადლობა,კახა,მეგობარო. შენ აზრს დიდად ვცემ პატივს დიდი მადლობა,კახა,მეგობარო. შენ აზრს დიდად ვცემ პატივს
6. კარგად შეასრულე, მართლაც მოქმედებს მკითხველზე. კარგად შეასრულე, მართლაც მოქმედებს მკითხველზე.
5. არადა დილიდანვე მოწყენილი ვარ არადა დილიდანვე მოწყენილი ვარ
4. ისევ სევდიანი და საოცრად ემოციური ნაწერი მარისგან.ლამაზია.გაიხარე და +2 პატივისცემით ჩემგან. ისევ სევდიანი და საოცრად ემოციური ნაწერი მარისგან.ლამაზია.გაიხარე და +2 პატივისცემით ჩემგან.
3. ცხოვრება უემოციოდ არარაობაა.... ყველას ვუსურვებ მსგავსი პრობლემები არ ენახოს ცხოვრება უემოციოდ არარაობაა.... ყველას ვუსურვებ მსგავსი პრობლემები არ ენახოს
2. მარიამ, უფრო სევდიანი "საჩუქარი" ვერ მოუფიქრე ბავშვებს? :D ამიწყლიანდა თვალები :/
ძალიან ემოციურია და მორევივით ჩამითრია... :)) მარიამ, უფრო სევდიანი "საჩუქარი" ვერ მოუფიქრე ბავშვებს? :D ამიწყლიანდა თვალები :/
ძალიან ემოციურია და მორევივით ჩამითრია... :))
1. დღეს ბავშვთა დღეა.ყველას ვულოცავ და ვუსურვებ,მათი ბავშვობა იყოს სულ ია - ვარდით მოფენილი. დღეს ბავშვთა დღეა.ყველას ვულოცავ და ვუსურვებ,მათი ბავშვობა იყოს სულ ია - ვარდით მოფენილი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|