ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


ჩრდილს

შენ, ერთადერთი მისმენ უსიტყვოდ,
მე კი არაფრის თქმას არ ვაპირებ,
შენ იცი ჩემი ყველა ნაბიჯი,
დაუზარებლად მივსებ ნაპირებს.
ზოგჯერ მგონია, რომ მე კი არა,
შენ დამატარებ თაკარა მზეში,
ვითარცა სასჯელს და მძიმე ბორკილს,
თუმცა მითმენ და არაფერს მერჩი.
ბნელში ირევა შენი ფანტომი,
როცა სინათლე ვერ მივსებს თვალებს,
ვიცი იქამდე არ მიმატოვებ,
სანამ სიცოცხლის ვისტუმრებ ვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები