ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

წერილი თირზასგან

( ჯ.გ ბაირონმა ქართველი გოგონა გამოიხსნა მონათა ბაზარზე)

(თირზა - სიმბოლოდ საქართველოსი, ბაირონი - თავისუფლებისა)

დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ
შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.
ვეღარ ვუკერავ პეპლებს კაბას,
წითელს და მზისფერს,
ვარდობის თვეში, დავიბადე, მერე მოვკვდი და
კვლავ, განვმეორდი ... დედამიწა  სისხლით მაკეა.
გზად, ლეკვებივით დაჰყრის გვამებს,
ასე, მესამედს.
ვეფხის ზოლივით გაწოლილი პანტიკაპეა
დიდი ხანია, აღარ სერავს,
ზღვისკენ ჩემს სავლელს.
მიყვარხართ , მილორდ!
(ჩვენებურად, უფრო ბატონო.)
ქალღმერთიც ვიყავ, ხან,მეძავი
და ხანაც, ჩარჩი.
არ მიმატოვო, ამ კუნძულზე,
არ მიმატოვო,
იქნებ დავბრუნდეთ,
იქნებ,ერთხელ
კიდეც, გადავრჩეთ!
შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს,
რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია,
მარჯნის სამანით...
კლდე-კლდე, ნაოჭებს რომ ჩამოხოკავ,
მაშინ, ვიცი, გულს
ამოიგლეჯ და ხახაბოსთან დაისამარებ.
ქარიშხალივით შემომეჭერი...
ხან, გველთან ვმრუშობ, ხან დუმილთან...
არ მიმატოვო.
რა ბედენაა,
გამაბახებს, ვინმე, ფლეთჩერი,
თუ, საყლაპავში გადამისვრის
ალიგატორი.
მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია.
..რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან...
ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია,
ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა,
არ მიმატოვო!
...................................
დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ
შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები