ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: იუმორისტული
8 ივნისი, 2013


ვადაგასული დედოფლის ლექსი

დედოფლის კაბას კვლავ ჩრჩილები დაეპატრონნენ,
შენც არ რაინდობ ნაფტალინის კოლოფით ხელში.
საქანელაზე თოკი ისე ჩამოიწელა,
ცაში მფრინავმა ლამის მიწას წამოვკრა ფეხი.

ფუნჯებით ხელში "მხატვრობანას" აღარ ვთამაშობთ,
შენთვის მოლბერტიც აღარ არის შიშველი მკერდი.
...და ჩემს სხეულზე შესრულებულ დორა მაარის
შავმა კატებმა გადაუჭრეს ყოველმხრივ გზები.

***
ვადა გასვლია შერიგების შემდგომ სითბოს და...
- ხომ არ გვეჩხუბა, ჩემო?!



პ.ს. დიდო პოეტებო, მიუტევეთ ეს ნაჯღაბნი თავმდაბალ ლანას, რამეთუ მას არ აქვს პრეტენზია, კონკურენციას გიწევდეთ :)))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები