ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2014


ფსიქოტროპული ჩანაწერები

        შიშს მისთვისაც დიდი თვალები ჰქონდა.  ადგა, კაბა გადაიცვა. კაბა იყო ლიმონისფერი,  ხანდახან კვერცხისგულისფერი, ხან გვირილისგულისფერი. შუაღამის ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა. უფრო ზუსტად, სანამ გასვლას გადაწყვეტდა, 19 წუთი, გასვლის წინ 3:45 იყო.
        არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, ფრთხილი თუ ნერვოზით შეპყრობილი ადამიანებისთვის ოთახი ისევ ყველათი სავსე იყო.
        ბინა ნომერ  13-ში პირველ საწოლზე მხატვარს ეძინა, საღებავით მოთხვრილი ფუნჯიანი ხელი ძილს საწოლის გვერდით უმწეოდ გადაეგდო, მხატვრის გარდა ყველამ იცოდა, ის ვერასდროს დახატავდა ტილოზე ქალს, რომელმაც ყვითელი კაბა გადაიცვა და შიშთან პაემანზე წავიდა.
        მეორე საწოლზე პოეტს ეძინა. ბოლო თვეების ფერმკრთალი სახისთვის ძილს თვალებში ჩაემალა სიტყვები და ზედ შემოდგომის ფოთლები მიეყარა. რამდენჯერაც დააპირა პოეტმა გახელილი თვალებიდან ცრემლებივით წამოსვლოდა სიტყვები, იმდენჯერ ძილი ართმევდა თავს. როცა ყვითელკაბიანმა გვერდით ფრთხილად ჩაუარა, კაბამ  ძილისთვის გამზადებული ზღვის მსუბუქი ტალღებივით გაულივლივა და შეაკრთო.  პოეტმა ახლაც ღრმა ძილს თავი ვერ დააღწია.
          ფანჯარასთან, პირდაპირ იატაკზე დაგებულ ქვეშაგებში ეძინა კომპოზიტორს მზიან დღეებში. და როგორც კი გრიგალისა და წვიმის ხმა ჩაესმებოდა, მუსიკას ქმნიდა.
                მოშორებით მდგარ მესამე საწოლზე ეძინა ახალგაზრდას, რომელიც ყოველ დილას, 8:00 საათზე სარკის წინ დგებოდა და მის უკან განთავსებულ ოთახსა და იქ მყოფ ადამიანებს იქიდან ესაუბრებოდა. ესაუბრებოდა ყველაფერზე, პოეტს ლექსებსა და იმაზე, რომ ოცნებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ; მხატვარს იმის შესახებ, რომ ზოგჯერ შავად გადაღებილ  ტილოზე მეტი იკითხება, ვიდრე ფიგურებზე, რომლებიც სამყაროს აღწერს; კომპოზიტორს იმაზე, რომ თუ წვიმა არ მოდის, უნდა გამოიგონო.ყვითელკაბიან ქალს თავის თავზე ესაუბრებოდა. უყვებოდა ამბებს, რომლებსაც ვერავისთან იტყოდა. ის ფსიქოლოგი იყო.
                  საწოლზე, რომელიც თითქმის გასასვლელთან იდგა, იწვა კაცი, რომელიც არ იყო პოეტი. არ იყო მხატვარი. არ იყო ფსიქოლოგი. მას არ უყვარდა სიტყვები. არ უყვარდა ფერები. არ უყვარდა სარკე. ის ყოველ დილა მიდიოდა და საღამოს დაღლილი ბრუნდებოდა ოთახში, სადაც არავის ელაპარაკებოდა. არც ფსიქოლოგს.
              ისინი ერთად ცხოვრობდნენ სახლში, რომლის ეზოში გამხმარი ხეების ბოძებისგან ღია სარკმლები იყო გაკეთებული. სარკმელს შუშები არ ჰქონდა და მის იქით მოჩანდა მთა სიტყვებით, ფერებით, ბგერებით. მთა ხუთივეს თავისკენ იწვევდა და მათ ყოველთვის შეეძლოთ წასვლა, თუმცა არც ერთს მანამდე არასდროს გადაუბიჯებია ღია სარკმლისთვის.
            პირველი ეს ქალმა გაბედა. ჩაიცვა ყვითელი კაბა, ზღვასავით ჩაულივლივა პოეტს, ფრთხილად გაუსწორა მხატვარს ხელი, სარკეს ტილო ჩამოაფარა, უტყვ კაცს საბანი ამოუკეცა და გავიდა.
        დილით კარში გასულ კაცს არ შეუმჩნევია ფურცელი პატარა, მომრგვალებული ასოებით: "გავერეოდი შენი სულის ფოთოლცვენაში...  ჩვენ ქართან ერთად შიშის საზღვარს გადავლახავდით..." არ დაუნახავს არც პოეტს, რომელიც სიტყვებს ეძებდა. არც მხატვარს, ფუნჯს რომ უგერგილოდ უსვამდა პალიტრაზე და ოთახიდან მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ ბინა #14-ში მეზობლებისგან ყავა დაესესხებინა, თუმცა როგორ მუდამ, #14-ში არავინ ცხოვრობდა. ფურცელი არ დაუნახავს არც კომპოზიტორს, ის მხოლოდ უხილავ ბგერათა ნაერთს მიჰყვებოდა თვალდახუჭული. ფსიქოლოგმა თავის სარკეში თვალი ჰკიდა რაღაც თეთრს, შავი კარის წინ.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები