ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
8 ნოემბერი, 2008


საბავშვოები

            ბეღურები გვასწავლიან

მზემ მოქარგა არე-მარე,
თუმც ჰაერი ცივია,
"ზამთარია,ვიყინებით"-
ბეღურები ჩივიან.

მზე ჩიტუნებს მოეფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ,აჭიკჭიკდნენ
ტკბილად,როგორც ბულბული.

საიდანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".

"როგორც ვხედავთ,ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია.

სხვაგან ფარჩას გვირჩევნია
აქ,თვით თოვლის საბანი,
იქ ვიქნებით,სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."

აი,რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.


            ვინ მკურნალობს?

როცა ბლომად შევჭამ
თაფლს,შოკოლადს,კამფეტს,
გოზინაყს ან ნამცხვარს,
წამსვე კბილებს მატკენს.

ჰოდა ექიმებთან
გამაქცევენ უცებ,
მეშინია,ვტირი,
პირს კანკალით ვუღებ.

დათუნიას თურმე
ძლიერ უყვარს ტკბილი,
ვინ მკურნალობს,როცა
ატკივდება კბილი?

ვიცი,ციყვუნიაც
აკნატუნებს თხილებს'
ღრუ რომ გაუჩნდება,
ვინ უპლომბავს კბილებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები