 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 13 ივნისი, 2013 |
(ვისაც შვილი ან თუნდაც შვილიშვილი სკოლის მოსწავლე ყავს,გასულ კვირას აუცილებლად ექნებოდა შეხება სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან)
კვირა დილა გათენდა და იმის ნაცვლად რომ სახლში ვინებივრო,არჩევნებზე უნდა წავიდე.ვერაფერი სასიამოვნი პროცესია,მაგრამ რას იზამ...როცა ხარ ორი შვილის დედა ,რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, გარდაუვალი პროცედურაა...თან კომისიის წევრობა პასუხსაგები და დამღლელი აუცილებლობა. მოკლედ ვზივარ და შემოსულ მშობლებს სიებში ვეძებ,მერე ბიულეტენს ვაძლევ და ისიც( ბიულეტენი) კაბინის გავლით,ყუთში ვარდება. შემოვიდა ერთი ბაბუა .ჯანღონით სავსე.ალბათ მშობლები საზღვარგარეთ არიან წასული და შვილიშვილებს მეურვეობს---გავიფიქრე მე. ჯერ ოცი წუთი თავისი სახელის ნაცვლად მოსწავლის სახელს იმეორებდა,რითაც შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება....ბოლოს როგორც იქნა , აიღო ბიულეტენი და კაბინაში შევიდა.
არჩევნები სკოლის სამ საფეხურს ეხებოდა: დაწყებითი,საშუალო და საბაზო.კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა შერჩეულიყო.ყველა ხმას აძლევდა მხოლოდ მისი შვილის შესაფერისი საფეხურის კანდიდატს.ბაბუას შვილიშვილი დაწყებითი საფეხურიდან იყო.შესაბამისად,პირველს საფეხურს მიცემდა ხმას. სააზროვნო ნამდვილად იყო და ამის გამო, კაბინაში კედელზე ეწერა ინსტრუქცია, რომელიც ასევე სამი პუნქტისგან შედგებოდა, საკმაოდ გარკვევით დაწერილი.
-----ჩამოვიღო?---ისმის ხმა კაბინიდან.
ჯერ ვერ გავიგონეთ რა სიტყვას ამბობდა და სმენა გავაფაციცეთ. ----აქედან ჩამოვიღო?
ამის თქმაზე უკვე მთლად გავოცდით და ბაბუას მივუთითეთ,სად და რომელ ყუთში უნდა ჩაეგდო ბიულეტენი.
ბაბუა ოთახიდან გავიდა , მაგრამ მე გულმა არ მომითმინა და კაბინაში შევიხედე,იმის გასარკვევად რა უნდოდა ჩამოეღო ან საიდან.....მაგრამ რაც მე იქ ვნახე, კომიკოსს შეშურდებოდა: -----ბაბუას კედელზე გაკრულ ინსტრუქციაზე პირველი პუნქტი შემოეხაზა (ნაცვლად ბიულეტენისა) და ამის მერე კითხულობდა,ჩამოვხსნა და ჩავაგდო ყუთში თუ აქ დავტოვოო. .....
არჩევნების ბოლოს ხმები სამართლიანად დაითვალა,ამიტომ გაურკვეველი გახდა,სინამდვილეში ვინ ან სად შემოხაზა ბაბუმ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეხ , მაზოლზე მაჭერთ რა წიხლს :D ეხ , მაზოლზე მაჭერთ რა წიხლს :D
12. მადლობა მარტოსულო:))) გაიხარე... მადლობა მარტოსულო:))) გაიხარე...
11. ახლა დავფიქრდი ნეტა რა დაწერა ისეთი იუმორისტული ბუდულამ რომ სერგეის იუმორისტულმა აჯობათქო ( იმ იუმორისტულზე საერთოდ არ გამცინებია) ჰოდა მოვედი აქ და... ვეთანხმები შენს სერგეისთან დატოვებულ კომენტარს ბუდულა. (არა ისე ბაბუა კი ყოფილა ნამეტანი დაბნეული) ახლა დავფიქრდი ნეტა რა დაწერა ისეთი იუმორისტული ბუდულამ რომ სერგეის იუმორისტულმა აჯობათქო ( იმ იუმორისტულზე საერთოდ არ გამცინებია) ჰოდა მოვედი აქ და... ვეთანხმები შენს სერგეისთან დატოვებულ კომენტარს ბუდულა. (არა ისე ბაბუა კი ყოფილა ნამეტანი დაბნეული)
10. აბა ეკლერია აი ვითამ? აბა ეკლერია აი ვითამ?
9. ვითომ სკლეროზი?????? ვითომ სკლეროზი??????
8. რას იზამ, ჩემო ბუდულა?! საზიზღარი რამეა ეს სკლეროზი! :)))) რას იზამ, ჩემო ბუდულა?! საზიზღარი რამეა ეს სკლეროზი! :))))
6. მოეწონა არტეს:)+++ მოეწონა არტეს:)+++
5. იუმორის დოზა აქ დამაკლდა! მაინც კარგია! იუმორის დოზა აქ დამაკლდა! მაინც კარგია!
4. ოხ ბაბუ... 5+ ოხ ბაბუ... 5+
3. :DDD მაგრამ ბიულეტენის ნაცვლად ინსტრუქცია?:DDDD :DDD მაგრამ ბიულეტენის ნაცვლად ინსტრუქცია?:DDDD
2. მე მდივანი ვიყავი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის და ასეთი გაურკვევლობა ხშირი იყო როგორც მშობლებში ისე თავად მასწავლებლებში...:)) მე მდივანი ვიყავი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის და ასეთი გაურკვევლობა ხშირი იყო როგორც მშობლებში ისე თავად მასწავლებლებში...:))
1. მეც კომისიის წევრი ვიყავი:):) და ასეთი არა, მაგრამ მსგავსი ბევრი შEმთხვევა მახსოვს.. არსწორად შევსებულ ბიულეტენებს ვგულისხმობ. განსაკუთრებით საფეხურების გაურკვევლობა... + მეც კომისიის წევრი ვიყავი:):) და ასეთი არა, მაგრამ მსგავსი ბევრი შEმთხვევა მახსოვს.. არსწორად შევსებულ ბიულეტენებს ვგულისხმობ. განსაკუთრებით საფეხურების გაურკვევლობა... +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|