ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2013


მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს

მოულოდნელად შემომეყარა
გზააბნეული ჩემი ოცნება,
გულში ჩამიკრა, მეც ჩავიკარი,
გადავიქეცით ულევ კოცნებად.
უმეტეს წილად მიკოცნის ხელებს,
უმეტეს წილად ვუკოცნი თვალებს,
გრძნობით, ნაცარსაც რომ გაახელებს,
ჩამქრალ ნაკვერჩხალს რომ ააალებს.
მიკოცნის ხელებს, ვუკოცნი თვალებს,
თურმე მეძებდა არგასაკარებს,
შიშს დამალვია, გაურკვევლობას,
უიმედობის უშნო ბარაკებს.
ნეტავ ახლა რა დაგვემართება,
ყველაფერი რომ გაფერმკრთალდება,
ერთ სიცოცხლეში, ორ დაბადებას,
რომ არ გამოყოფს გარდაცვალება.
აქ სიახლეებს ვინ მემართლება,
ან რად ვიმართლებ თავს გამეტებით,
ჩვენ ძველებურად ვუმზერთ ნათებას,
მზე კი თავს ირთობს კვლავ პლანეტებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები