ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
16 ივნისი, 2013


ციკლიდან "იხარეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს,ურაკპარაკელებო"

 
სულ ცოტა ინტრიგა.მინდა ყველამ თვითონ ამოიცნოს თავი:

****************************************


    მისი  ძირითადი მონაცემებია


1.სახელი---ქალღმერთი
2.სქესი---მდედრობითი
3.წარმოშობა---გურული
4.ასაკი----ჩირთი  :) (იხილეთ ლექსიკონში)
5.გარეგნობა----უმშვენიერესი
6.პროფესია--უცნობია,მაგრამ მღერის,ცეკვავს,უკრავს და შესანიშნავად წერს....ყოველთვის მზად აქვს ისრები.
ნეტავ იმას,ვის გულსაც  მისი ისარი შეეხება და სიყვარულით აავსებს...

*****************************
2.    ინიციალები: გ.ჩ

მისი სახელია ---მოხეტიალე,უცხო მგზავრი;  სინამდვილეში გემრიელი ქართველია.ბაბუის ნაჭამმა კიარადა ნასწავლმა ვეფხისტყაოსანმა შვილიშვილს მოკვეთა კბილი და გულს არ იტეხს,თუ  არა , კი დადის  კბილმოკვეთილი.
გურიის მთებში უჩახუნებს ცხრა ნომერ თოხს და  მოჰყავს სიმინდი,
მაგრამ თურმე არ ჭამენ ინდაურები ცერის სიფართე თეთრ სიმინდს და  რა ქნას, იძულებით აჭმევს...

აბა ისე საიდანააო ინდაურის საცივი და თბილი ღომი

**************************************
3.    ინიციალები: ნ.კ.


  მივწერე---მომწერა
  გავიცანი---გამიცნო
  შემიყვარდა---შევუყვარდი


არა,  არ გეგონოთ ანალოგიებს ვწერდე....უბრალოდ მინდა სითბო გამოვხატო მისდამი და  ეგაა სულ...თბილია,უთბილესი. მისი ნაწერებიც ასევე თბილია და უთბილესი...
(ამას რომ წაიკითხავს,მეტყვის:შტერო ,რა სითბო და სიცხე აგიტყდა ამ შუა ზაფხულშიო:)  )
თეთრია  და  თვითონ არ იცის,  მაგრამ მე ხომ ვიცი,მხოლოდ თეთრი    სინათლე იშლება
შვიდფერ ცისარტყელად და ამ სპექტრში მჟღავნდება მისი მრავალფეროვნება.
ჩემი შთაგონების წყაროა,მასზე ბევრი რამ  დავწერე.
თუთიყუში გვყავს საზიარო,ბიჭიკო    ))))))))

********************************
4.    ინიციალები: კ.გ.

მასზე ყველაზე მეტად გამორჩეულად მინდა დავწერო:ურაკპარაკზე
ჩემი შემოსვლიდან რამდენიმე დღეში გავიცანი და დღემდე ძმასავით
მიდგას გვერდით.ერთგული ადამიანი,არაჩვეულებრივი ქართველი,ნაომარი,ნაბრძოლი,
მაგრამ გულგაუტეხელი . ყველა  ჭრილობა შეხორცებული, მაგრამ მოუშუშებელი.

მიხარია მასთან ურთიეთობა,რომელიც ყოველთვის იდეალურია და მისი ყველა სიტყვა იმედს,
ძალას და რწმენას მმატებს,რითაც ცხოვრების მწარე  გაკვეთილებს ვუმკლავდები.


ბოლო დროს შემოქმედებითი ტაიმაუტი აქვს და მოთმინებით ველოდები,
კიდევ რით გაგვახარებს...



********************************
5.    ინიციალები: უცნობია


  მისი სახელი არავინ იცის...ერთგული მკითხველი  და  სამართლიანი შემფასებელია.ღამღამობით დადის ურაკპარაკის
ბაღში და დილით ყველა ლექსი და მოთხრობა ,როგორც ბაღის  ყვავილები, მოსიყვარულებული და მოფერებულია...
  შეფასებული და დაკომენტარებული.
  ყველასათვის უცნობი და ყველასათვის ნაცნობი...ფესვებმაგარი და მუხლძლიერია.

********************************
6.  ინიციალები:ა.ა.

პირველად მისგან მივიღე შენიშვნა,ქართული სიტყვები არასწორად გიწერია და გრამატიკა შეგშლიაო,არადა თვითონ არცაა ქართველი.მას შემდეგ გრძელდება ჩვენი მეგობრობა ....მიხარია და სადაც დამჭირდება,
ამაყად ვამბობ, რომ ნამდვილ  მეგობრობას ეროვნება არ გააჩნია ....
ყოველთვის მახარებს მისი კომენტარი...ბუდულა თვალსა და ხელს შუა გვეზრდებაო :)))









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები