ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2013


დამამშვიდე დედი...

დედი, რა გითხრა?-კაცი ხარ და მეიმედები,
შენში იმდენი თვისებაა ჩემი, რომ ქვია...
მაპატიოს და ცუდად  მესმის ახლაც იმ დედის
გრძნობების გამო, ვიღაც უცხო, შვილს რომ არჩია

და მერე ამას პიროვნების უფლებით ხსნიდა.
თავს იმართლებდა, რომ სიყვარულს არ აქვს ასაკი,
შენი კაცობა არ იქნება არასდროს შირმა...
და მე შენს მკლავზე მუდამ ვპოვებ მტკიცე დასაყრდენს.

თუმცა სულმალე ვიცი სხვაც, რომ შემეცილება.
შენ იღიმები მე რომ ვიწყებ ასეთ საუბარს:
"დაგირეკავ და ჩემთვის ხშირად აღარ გეცლება
თუმცა დედისგულს ტკბილი სიტყვის მეტი რა უნდა"...

ახლა კი ვიდრე ჩემი გქვია, მოდი ჯერ კიდევ...
მე, დაგიძახებ:"არ ადგები?-ყავა ადუღდა"
შენ კი ტელეფონს გადადებ და შეწყვეტ "მესიჯებს"
მერე ის გოგო მოგწერს ალბათ ათასსამდურავს...

ჩვენ ყავას დავლევთ, დილით ერთად ვიდრე დრო მრჩება-
გაგიუთოვო, შენ რომ მთხოვე ჯერ ის პერანგი,
მერე კი გეტყვი:"დე... პატივს ვცემ, მე შენს არჩევანს"...
შენ დამამშვიდე, რომ ვერ შემცვლის დედი ვერავინ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები