ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2013


თავს ნუ მოიკლავ

"ძილი-სიკვდილის რეპეტიცია".
გიზო ნიშნიანიძე.


თავს ნუ მოიკლავ უჩემოდ, მარტო,
ნუ გამექცევი ჩემი სიზმრიდან,
ფიცით შევახოთ თითებს თითები,
რომ სიკვდილამდე ერთად ვიქნებით.
ვისუნთქოთ ერთად ღრმა სიბერემდე,
სინქრონში სუნთქვაც ვფიქრობ ფიცია,
უკვე რამდენჯერ გამოვიარეთ
ძილი, სიკვდილის რეპეტიცია.
სიკვდილს ღიმილით შევეგებები,
თუ დაშაქრდება მაისის თაფლად,
მერე გავყვები ანგელოზს ფრთათეთრს,
ჰო, ძლიერ მინდა, რომ იყოს ასე.
შენ შემომცინებ, შემომანათებ,
გრძელი ცხოვრებით დაღარულ სახეს,
მაგრამ მანამდე, ერთად შევეხოთ
სიზმრებს, სიკვდილის პატარა მახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები