ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2013


სიცარიელე ფართოვდება

ჭკვიანი კაცი იმედით ხვდება მომავალს ახალს,
დამქანცველ დარდებს არ იკარებს, ეძახის ნაგავს,
უფლის შეწევნით დაძლევს საქმეს, რომც არ იცოდეს
და უიღბლობით ყურჩამოყრილს ბევრს შეიცოდებს.
ჰო, ეს დარდებიც უძლურებას სცოდნია ალბათ,
ცოდნა კი არა ნიჭიც უნდა მქონოდა ხარბად,
სიცარიელე ფართოვდება, ვერ იჭერს კარი,
ცარიელ ფურცლებს ატრიალებს ორპირი ქარი.
რა იქნებოდა კელაპტარზე აგენთოთ ალი,
თუმცა რაღადროს, ამიცრემლდა ორთავე თვალი,
არ არის ცოდნა, არცა ნიჭი, აღარც იღბალი,
არ იძვრის გზა და სადაც შეწყდა ისევ იქ არის.
ვემშვიდობები ცარიელ ფურცლებს, დავანთე ცეცხლი,
თვალს ვეღარ ვახელ, სიცარიელე აივსო ფერფლით,
რა იქნებოდა ჩადგებოდეს ეს ორპირი ქარი,
ფურცლები ჩემსკენ შეცდომით რომ შემოაქვს კარით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები