ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2013


არ გეგონოს

ოდიშის გზას დავადექი, ანგელოსო
ხობისწყალი მომიოფლე წმინდა!..
დარიალი ვიმყოფინო?! - არ გეგონოს,
ნიკოფსიით - დარუბანდი მინდა!..

გავივაკე ვარძიიდან სააქეთოს,
ქრისტიანი გამითენდა დილა...
თინათინი ვიმყოფინო?! - არ გეგონოს,
მარიტა და დარეჯანიც მინდა!..

გადავთელავ აფხაზეთის მზიან გორებს,
და იმერეთს შემოვძახებ ციდან...
გავფრინდე და აღარ დავრჩე?! - არ გეგონოს,
სამუდამო მე სახელი მინდა!..

აჭარიდან გურიამდე გამოქცეულს
მოგეწევი ბათუმური გზიდან...
ეს შავი ზღვა ვიმყოფინო?! - არ გეგონოს,
კასპიის ზღვა ჩემია და მინდა!..

ვერ დამათრობს მე კახეთი, ისე, როგორც
ჯერ ვერ მათრობს სილამაზე მისანს!..
სვეტიცხოველს დაგჯერდები?! - არ გეგონოს
ის სხალთა და დიდი ხანძთა მინდა!..

მთიულეთში ტყედ გავარდნა მიყვარს როგორ!..
მე ამ ლექსებს დაგიტოვებთ მინდად...
ტატოს მერანს დავჯერდები?! - არ გეგონოს
გაფრენა და გასარკმლებაც მინდა!..

ბოლოს ალბათ ვუთამადებ ანგელოსებს,
ჩამოვთქერავ სვანეთს - რაჭას წმინდას...
უცხინვალოდ გავჩერდები?! - არ გეგონოს,
საქართველო?! - ეს მთლიანი მინდა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები