ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2013


იქნებ არც ღირდა

ხორბლის მარცვალი მორწყულ ბამბაზე
ვერ შეედრება ყანაში გაზრდილს,
მაგრამ ის მაინც უარს არ არის
ფანჯრის რაფაზე, ბამბაზე გაზრდის,
ალბათ არ იცის, რომ საბოლოოდ
ვერ დასრულდება, არ მომწიფდება,
რომ პური მისგან არ გამოცხვება
და რომ არ ღირდა ეს წამოწყება.
მხოლოდ წყალი და მზის სხივი ურტყამს
და უმიწოდაც ის ბედავს სუნთქვას...
მეც მარცვალივით სარკმელთან ვიცდი,
როგორც დარაჯი გაშლილი სივრცის.
არც ჩემი ლექსით იქმნება საზრდო,
ის უბრალოა, მარტივი, სანდო,
და ვით მარცვალი ნათელ სარკმელთან,
თუნდაც დროებით, სიცოცხლეს ნატრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები