”-გამარჯობა, გახსოვარ? დინ მარიარტრი ვარ. მოვედი რომ გთხოვო, იქნებ ჩემთვის წერა გესწავლებინა.... ... -ძმაო, ვიცი, მარტო იმისთვის არ მოსულხარ აქ, მწერლობა რომ გაქვს გადაწყვეტილი. სიმართლე გითხრა, ბევრი არც მე გამეგება. ერთი ის შემიძლია გითხრა, რომ ამ საქმეზე ამფეტამინზე შემჯდარივით უნდა გახდე. (ჯეკ კერუაკი. ”გზაზე”) სად კერუაკი და სად აჭარის მწერალთა კავშირის კრება, მაგრამ რაღაცნაირად ჯეკის ავტობიოგრაფიული რომანი, ”გზაზე” გამახსენა კრების ოქმის თვალის გადავლებამ,- ”გზების ” გმირები, რომლებიც ვინ იცის როგორ შოულობენ ფულს, ან ვერ შოულობენ, რომანტიკულ-ბოჰემური ოდისეისთვის. კრება კი 1938 წლის 12 მაისს შედგა და მას ესწრებოდნენ: ნესტორ მალაზონია, პარმენ ლორია, შ.იოსელიანი, მამია ვარშანიძე. მეხუთე საკითხად მოისმინეს სხვადასხვა პირზე სესხად გაცემული სახსრების შესახებ: ”მოისმინეს; - მწერალთა კავშირს გაცემული აქვს 1936 წ. ბ.ჩხიკვაძეზე 200 მანეთი და უკრაინელ მწერალ დენის გალუშკოზე 200 მან. უკანასკნელი და არც უკრაინის საბჭოთა მწერლობის კავშირი აჭარის საბჭოთა მწერლობის კავშირის მიმართვაზე პასუხს არ იძლევიან, ხოლო რაც შეეხება ამხ. პ. ჩხიკვაძეს დავალიანებას ის შეიძლება ჩაითვალოს გაცემულად ამხ.ჩხიკვაძეზე, როგორც მის მიერ ჩატარებულ მოხსენებების ანგარიშში.- დაადგინეს: 5-ამხ პ.ჩხიკვაძეზე გაცემული 200 მანეთი გაიწეროს ხარჯებში, ამხ.პ,ჩხიკვაძის მიერ ჩატარებულ მუშაობის ასანაზღაურებლად. უკრაინელ მწერალ დ. გოლუკოზე გაცემული 200 მანეთი, როგორც უიმედო- ჩამოიწეროს.- მომავლისათვის სავსებით აიკრძალოს კავშირის სახსრებიდან ყოველგვარი სესხის გაცემა.- თავ-რე: /დ.დუმბაძე/ მდივანი: /პ.ლორია/ ” ( ფონდი რ-982;აღწ-1; საქმე 2; ფურც37). ჰოდა კერუაკის გმირებისა არ იყოს, სადღაც ბოჰემურად გაუჩინარდა ამხანაგი გოლუკო, არა ამერიკულ პრერიებში არამედ რუსულ სტეპებში, არც ლექსი დაწერა, არც მოთხრობა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოხსენებები რომ ჩხიკვაძესავით მისთვისაც ჩამოეწერათ ვალი და ნაშრომის საფასურში გაექვითათ. რაღაც ორიოდე სიტყვაა თქმული დენის გოლუკოზე მწერალთა კრების ოქმში, მაგრამ მაინც კერუაკის გმირი- დინი წარმომიდგა თვალწინ, უანგარიშო, დაუგეგმავი გზებით მობორიალე. ოქმის ორიოდე სიტყვით თითქოს დენისის მთელი ცხოვრებაა დახატული: როგორ ჩამოვიდა ალბათ ბათუმში, ვიღაც ქართველმა შემოქმედებმა დაპატიჟეს ალბათ, შემდეგ თვითონვე გაუწიეს რეკომენდაცია მწერალთა კავშირში და ავანსიც მიაღებინეს ზეპირი დაპირებით; ალბათ რაღაც გენიალური ნაწარმოების შექმნის პირობით, შემდეგ კი კერუაკის გმირებივით იხეტიალეს იტყობა, თანამეინახეებმა იმედია მთელ საქართველოში; დაპირებული ნაწარმოები კი დაიწერებოდა ალბათ ოდესმე და ალბათ სულ სხვა კავშირს მიაწვდიდა დასაბეჭდად, ან სულაც არ დაიწერებოდა არასოდეს. რაც შეეხება მწერალთა კავშირს, რაღა ექნათ პატივცემულ მწერლებს, უკრაინის მწერლობაც კი შეუწუხებიათ,- მართალია იმათ ყურადღების ღირსადაც არ მიუჩნევიათ, საჩივარი ესე, იცოდნენ ეტყობა დენისის ბოჰემურობის ამბავი, თანაც ცოტა უხერხულიც კი იყო უკრაინელებისთვის 200 მანეთის მოთხოვნა, მათი პოეტის დაპურებისთვის;- რაც მათ ქართულ მწერლობაზე ამაგი აქვთ... ჰოდა ჩამოწერეს როგორც უიმედო. (ისე დღევანდელმა ბანკებმაც რომ მიბაძონ პატივცემული მწერლების მაგალითს არ იქნებოდა ურიგო, ნუ შემოქმედ ხალხს მაინც რომ ჩამოუწერონ- უსინდისო მევახშის - გაათმაგებული ვალები) ეს კი იყო კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ ის რაც ამას მოსდევს ნამეტნავად გულისდამწყვეტი და აღმაშფოთებელი აზრია ნამდვილად: ”მომავლისათვის სავსებით აიკრძალოს კავშირის სახსრებიდან ყოველგვარი სესხის გაცემა.-” დაღუპა მწერლობა გოლუკომ, დატოვა შემოქმედები უსახსროდ, ერთი მოხსენება რაღა იყო ის მაინც გამოეგზავნა დალოცვილს?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ამ ავტორის ნამუშევრებს სერიოზულად უნდა ჩავუჯდე. მაგრად დამაინტერესა. რა ბედნიერებაა რომ არაფერი წაუშლია და ყველაფერი უდევს აქ. რჩეულების ნუსხაში შევიტან რომ არ გამომრჩეს. :) ამ ავტორის ნამუშევრებს სერიოზულად უნდა ჩავუჯდე. მაგრად დამაინტერესა. რა ბედნიერებაა რომ არაფერი წაუშლია და ყველაფერი უდევს აქ. რჩეულების ნუსხაში შევიტან რომ არ გამომრჩეს. :)
6. "მოვჩხრიკე არქივსა შინა",-მეც ასე ვიფიქრე... როგორა ხარ, ერთხელ ჩემთანაც შემოიხედეთ "ძველებო"... "მოვჩხრიკე არქივსა შინა",-მეც ასე ვიფიქრე... როგორა ხარ, ერთხელ ჩემთანაც შემოიხედეთ "ძველებო"...
5. საინტერესო იყო ) საინტერესო იყო )
3. შენ ისევ შორეულ აღმოსავლეთში ხარ? :) შენ ისევ შორეულ აღმოსავლეთში ხარ? :)
2. მწ.კავშირს ვერ მოგიკითხავ... შორია :) მოვჩხრიკე არქივსა შინა. ბანკებს კი კაი იქნება, მეც გამიშრეს სისხლი :) მწ.კავშირს ვერ მოგიკითხავ... შორია :) მოვჩხრიკე არქივსა შინა. ბანკებს კი კაი იქნება, მეც გამიშრეს სისხლი :)
1. :))))) ქარდა! რა მაგარი კაცი ხარ! სად მოჩხრიკე:)))) მიდი რა საქართველოს ბანკს გადაუგზავნე, წამიღეს ტვინი თავისი ორინჯ ბარათით :))))) და აჭარის მწერალთა კავშირს ჩემი მოკითხვა:) :))))) ქარდა! რა მაგარი კაცი ხარ! სად მოჩხრიკე:)))) მიდი რა საქართველოს ბანკს გადაუგზავნე, წამიღეს ტვინი თავისი ორინჯ ბარათით :))))) და აჭარის მწერალთა კავშირს ჩემი მოკითხვა:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|