ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2013


იმედი



ქარი სტვენდა და ზუზუნებდა, ქალაქს ეძინა.
ძაღლი გარბოდა.
დიდხანს ირბინა მერე დაიღალა, ნაგვის ურნასთან ჩაწვა და გაიტრუნა.
ესიზმრა როგორ ეფერებოდნენ
ახლა კი იქ ასფალტია და სხვა ადამიანები
ახლა  იქ აღარავინ ელის
ძაღლი უფრო მოიკუნტა , ვერ გაეგო, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად, როცა გუშინ ჯერ კიდევ კარგად იყო? თათებზე დადო თავი და გაირინდა, არა,არ  ესმოდა ასეთი ადამიანებისა, სციოდა,ცდილობდა გაეხსენებინა თბილი ჯიხურის ქვეშ გატარებული ღამეები, ხმები..ასე რომ ათბობდა და აწყნარებდა.
ღამით ყველას და ყველაფერს უყეფდა, ჩრდილებს,ხეებს,ცემენტის ტომრებს, აგურების გროვას, ხანდახან გაშმაგდებოდა და ჯიხურის კარის გაღებას ელოდა, მერე ფანრის შუქს დალანდავდა და გაჩუმდებოდა.
მზე ამოვიდა და ძაღლმა გაიღვიძა, გამოძვრა ჯიხურის ქვემოდან . შეიბერტყა, მხიარულად დაიწყო ყეფა. მისი პატრონი სამშენებლო მოედნის დარაჯიც გამოვიდა ,გაიზმორა და სმისგან ჩაწითლებული თვალებით ახედა ცას.
მაგრამ დამთავრდა მშენებლობა, მოვიდნენ სხვა ადამიანები, დაასხეს ასფალტი, შემოღობეს და ის აღარავის დასჭირვებია!
.....ბავშვების ხმებმა აავსო იქაურობა, ჯიხურის ადგილას სკამები და კარუსელები დადგეს, ძაღლს ვერ გაეგო რატომ მოხდა ასე.მაგრამ ის არ გაბრაზებულა, მას მხოლოდ უკვირდა.
სასაცილოდ დარბოდა წრეზე, ყნოსავდა ასფალტს, ნაცნობ სუნს ეძებდა, მაგრამ ყველაფერი  მისთვის გამოუცნობი მიზეზით უცნაურად შეცვლილიყო.
მანამდე კი....
......ღამის სიჩუმეში მხოლოდ სანთებლის  ანთების ხმა ესმოდა.ისიც კი, თუ როგორ ოხვრით დაასრესდა პატრონი საფერფლეს სიგარეტს და გადაბრუნდებოდა დასაძინებლად.
თუმცა ხანდახან ასეც ხდებოდა რომ ჯიხური ქალის ვნებიანი ხმით ივსებოდა, ისმოდა სიცილი ,ჭიქების ხმა,  ამ დროს ძაღლი ქვეცნობიერად გრძნობდა რომ პატრონი ახლა ბედნიერი იყო. მერე დიდხანს ესმოდა საწოლის  ჭრაჭუნი, ჩურჩული და მოგუდული  კვნესა. ის ამდროს არ ყეფდა,რადგან  კარგად  იცოდა რომ დილით გემრიელი რამე დარჩებოდა სუფრიდან.

..........................................................................................................................................................................................................
ქალაქის აღმოსავლეთით ახალი მშენებლობა დაიწყო.
იქ, სადაც მიწას ჯერ კიდევ არ ფარავს ასფალტი, სადაც სულ სხვანაირი ადამიანები არიან, სადაც სულ სხვა სულია.
დროებითი, მაგრამ ნაცნობი და ტკბილი.
ცხოველებმა  არ იციან რომ უნდა მოკვდნენ.
მათ სულ ცოტა რამ უნდათ ბედნიერებისათვის.
და ის იქით  გაიქცა............




ს.ნ.2013.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს