ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2013


ციალი. გაქცევა

მზე არ ჩადის რა ლამაზად, რა ლამაზად მზე არ ჩადის,
მე თუ წავალ მინდორ–მინდორ გამოყოლა არ გაბედო,
დღეა ისე დანგრეული, ისე უხმო, ისე მჩატე,
იღვენთება ნაბიჯ–ნაბიჯ.
ეზო–ეზო.
ფერდობ–ფერდობ.

გზა არ მიდის არსაითკენ, გზა არ მოდის არსაიდან
ამიტომაც გაქცევაა, ამიტომაც მინდორ–მინდორ
მიატოვე რასაც ეძებ, მიატოვე რასაც იტან,
თუკი ამ დღემ შეგიბრალა, ხვალე უკვე არ დაგინდობს.

რაღაც არის ამ ქედს იქით, გარდა ქვათა, გარდა ხეთა,
რაღაც არის ამ ქედს იქით, ხვალ რომ წითლად აინთება.
სულ ერთ წამში (ვერც შეამჩნევ) სულ ერთ წამში გადმოხეთქავს,
გადაგვივლის და დაგვტოვებს უსახელო რაინდებად.

მილიარდი ერის მერე არ იტყვიან თაობები,
მილიარდი ერის მერე ყველაფერი არის გვიან.
ამოთხრიან თავის ქალებს, დამსხვრეულ და დაობებულ
თავის ქალებს ამოთხრიან და არაფერს არ იტყვიან.

ყველა კვირტში, ყველა ტოტში ჩაიმალა ისტერია,
ამიტომაც მეშინია, ამ ქედს იქით რაღაც არის.
ქარები და ბალახები მისტირიან მისტერიებს
გაიქეცი.. გაიქეცი.. გაეცალე.. გაეცალე..

ამიტომაც მეშინია, ამიტომაც მხოლოდ ასე
სადაც ექო გავრცელდება სხვა ბგერებით, სხვა ნოტებით.
***
მდინარეა.
თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე.
და გიგანტურ
                    ლურჯ სიწყნარედ
                                                    მიცურავენ
მამონტები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები