ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2013


ალბათ პოეტს ასე აწყობს

შევნიშნე, რომ გაზაფხულზე
დაუკოცნა ატმებს კვირტი,
ერთი ლექსი წაუკითხა,
არ დასჭირდა მათთან ფლირტი.
ნუშსაც აუძგერა გული
არ მოადგა თვალზე რული,
საღამოსთვის როგორც იქნა
დაუმტკიცა სიყვარული.
ღამე გააღმერთა ტიტა,
მანაც დარდი აარიდა,
მერე ბაღში უთენია
დილის სიოს აეკიდა.
ბოლოს აიჩემა ია,
გაზაფხულის ნაზი ია,
გაუგია, ლურჯი ია
თურმე სევდის წამალია...
ამოავსო ლექსის ქისა
სილამაზით ყვავილისა,
გაზაფხულის სინაზით და
სურნელებით ქარებისა.
მათთან ერთად მოაგროვა
ველად გაფანტული სითბო,
სტრიქონებად ჩამოაწყო,
სიყვარულით ქარგა თითქოს....
დიდი გული ქონებია,
სადაც გრძნობებს უხვად აწყობს,
სიყვარულზე ლექსებს წერს და
ყველას თვალში ამით ფასობს.
მოგროვილი ტკბილი ნექტრით
ლექსებს მჭადებივით აცხობს,
ვინ გაიგებს რისთვის უნდა,
ალბათ პოეტს ასე აწყობს.
:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები