მითხრეს,რომ ჩემს დაავადებას ამნეზია ქვია, თუმცა ეს სიტყვაც არაფერს მეუბნება; მავიწყდება იმ წამლის სახელი რომელიც უნდა დავლიო...ვერ ვპოულობ წამლების ყუთს და არც ვსვამ....ანდა რისთვის უნდა დავლიო? არაფერი მტკივა: არც მშია ,არც მწყურია, არც მცივა. უბრალოდ , ყურებში რაღაც გუგუნი ჩამესმის. დავდივარ სახლში და ეს ქალ-ვაჟი ვინაა არ ვიცი...არც მათი სახელები მახსოვს....შვილებიაო, მეუბნებიან... არ მახსოვს რა მქვია, ანდა რამდენი წლის ვარ. აშკარაა, რომ ქალი ვარ.... რისთვის ვარ აქ, ამ სახლში, ვერ ვხვდები...საკუთარი ადგილი არ მაქვს საერთოდ რისთვის ვარსებობ,ეს ყველაზე გაუგებარია ირგვლივ ყველაფერი მეუცხოება. მაკვირვებს, ის რომ მაგიდაზე პიანინო დევს...ხანდახან დაუკრავად მღერის, კლავიშების გარეშე და ახლა ამას კლავიატურას ეძახიან.მეც კი ვუკრავდი,ადრე სულ ადრე...ჩემი თითები აცეკვდებოდნენ კლავიშებზე და ვუკრავდი, სიყვარულით და გრძნობით...
როდის იყო ეს?
როცა ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიქნებოდი.... სად დავიბადე ან როგორ გავიზარდე, ვერ ვიხსენებ. ვერავის ვიხსენებ...აი ეს, ჩემს წინ რომ დგას, ვინაა ვერ გამიგია...ცხვირი და სახე ნაცნობი აქვს,თმაც,მაგრამ ვერ ვცნობ. ხელი მინდა შევახო... სარკე ყოფილა...
ანუ ეს მე ვარ?!
ვისაც წარსული არ აქვს, ვერც მომავალი ექნება...
მე წარსული დამეკარგა და ახლა მომავალს ვეძებ.
და რადგან ზუსტად არ ვიცი,სად ვეძებო, ამიტომ ვეძებ ყველგან,მათ შორის,შენს თვალებშიც.
მე წარსული დამეკარგა და ახლა მომავალს ვეძებ.... ისე,სამწუხაროდ ზოგჯერ სხხვაგვარადაც ხდება-წარსულში და წარსულით ცხოვრობ,აგროვებ და აკოწიწებ მის ნამუსრევს...უმომავლოდ.. ++
მომეწონა, დამაფიქრებელია...
ვისაც წარსული არ აქვს, ვერც მომავალი ექნება...
მე წარსული დამეკარგა და ახლა მომავალს ვეძებ.... ისე,სამწუხაროდ ზოგჯერ სხხვაგვარადაც ხდება-წარსულში და წარსულით ცხოვრობ,აგროვებ და აკოწიწებ მის ნამუსრევს...უმომავლოდ.. ++
ჩემი ძველი მოთხრობა გამახსენდა,სადღაც... "გამოიგონეთ სათამაშო".
და სადღაც კ/ფ "რვეული" თუ ნოუთბუქი თუ რაცაა... ყოველთვის და ამოუწურავად საინტერესოა ამგვარ ადამიანებზე დაკვირვება და სცადო შემდეგ დაკვირვების შედეგების ფურცელზე გადმოტანა.

აქ ყველაფერი გასაგებია ჩემო ბუდულა. ჩემში ღრმა ემოცია გამოიწვია და ცრემლიც კი მომგვარა. რაც შეეხება მუსიკის ფონს, საოცრად ტექსტისეულია და ნაწარმოების სულში გახედებს. ჩემგან შენს განცდილ გრძნობებს თანაგრძნობა და სიყვარული, ეს ყველა ნიშნულზე მეტია....

"ვერავის ვიხსენებ...აი ეს, ჩემ წინ რომ დგას,ვინაა ვერ გამიგია...ცხვირი და სახე ნაცნობი აქვს,თმაც,მაგრამ ვინაა არ ვიცი... ხელი მინდა შევახო... სარკე ყოფილა..." არის ამ ნაწერში, რაღაც ძალიან ახლობელი და მგონია, რომ არა მხოლოდ ჩემთვის... ბევრი იპოვის აქ საკუთარ თავს)**

და რადგან ზუსტად არ ვიცი,სად ვეძებო, ამიტომ ვეძებ შენს თვალებში."
ამ მომენტის აღწერა, ანუ ის, რომ ადამიანს წარსული არ აქვს და მომავალს ვიღაცის თვალებში ეძებს, უფრო სხვანაირად უნდა იყოს დაწერილი, უფრო უნდა გხვდებოდეს გულზე დასკვნითი სიტყვები... მომეწონა, მაგრამ ზედმეტად მეუბრალოვა ;))))
"ანუ ეს მე ვარ?!