ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2013


რა ცუდად მეძებ...

და აკანკალებს ყავის ფინჯანს ხელის შეხება,
ან დილა, ისევ სიგარეტის ფერფლზე დამწვარი.
ხილულს (რატომღაც) უნდა, მაგრამ თვალი ვერ ხედავს,
ხოდა, შუადღეს შეგრძნებების დასტა აწვალებს.

ღამე ორპირი.- ეწებება სხეულით ზეწარს,
რომ მერე ეზო შეეზარდოს ტერფებს ბალახით,
მთვარე უღრუბლოდ და ნიავი ფიქრებთან ერთად
და, სიზმრებივით, ყველაფერი ასჯერ ნანახი.

თვალები?-ახლა ამ თვალებით სევდას იჭერენ.
ახლოს ვერ ხედვა...გულს მინუსით, თვალებს პლიუსით...
მოუკიდიათ გუდასტვირი ზურგზე ჭრიჭინებს
და ეზოს ტანში აჟრიალებს  მჭახე გნიასი.

მე დავიღალე,- მე! უსიზმროდ ვიძინებ უკვე
და წაუღია ყველაფერი თუგინდაც მეწყერს!...
მორჩა, ხვალიდან წუთისოფელს გუნდრუკს არ ვუკმევ,
მაგრამ, სიკვდილო, ეს ოხერი, რა ცუდად მეძებ?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები