ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2013


რა საჭიროა?

სასწაულია სამყარო ჩვენთვის,
დღემდე სრულიად შეუცნობელი,
შეუსვენებლად ბრუნავს პლანეტა
სიკვდილ-სიცოცხლით დამშვენებული.
სიცოცხლე მუდამ ხელიდან-ხელში,
ათასი წელი ითვლის ნაბიჯებს,
შენიდან ჩემში, ჩემიდან შენში,
ოც საუკუნეს გადმოვაბიჯეთ....
დრო არც ერთ ჯერზე არ მყოფნის ფიქრის,
და ისევ ვკვდები, კვლავ ვიკარგები,
გონებაშია პასუხი, ვიცი,
ვეძებ, როგორც კი დავიბადები...
სულ ვიმეორებ კითხვას ერთადერთს,
ვარჩევ პასუხებს დაკვირვებული,
რა საჭიროა ეს ყველაფერი?
ზეცას შევყურებ გაკვირვებული...
პასუხი ბევრი ექნება ალბათ
სიკვდილ-სიცოცხლის ზომიერებას,
ჭეშმარიტი კი ნეტავ რომელი?
რაც გაამართლებს ყოფიერებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები