ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2013


არაფერი მითხრა..

ქუჩას შესევიან  როგორც დაკვირტული
ნუშის ყვავილები ხეებს გაზაფხულზე...
ისე სევდიანი არაამინდური
ჟღერდა მელოდია რაღაც არნახულზე...

ქუჩის მუსიკოსი ცრემლით ასველებდა
სიცხით გადახეთქილ უსიცოცხლო მიწას,
თითქოს მოსვენებას შფოთი აძევებდა
აი მარტოობა თურმე რატომ მიყვარს !!

აი მარტოობა თურმე რატომ მიყვარს....

ისევ მოუმატა გულმა ფეთქვას..დუგ..დუგ..
ყელში ბურთად მექცა ჯერ  ვერ თქმული სიტყვა..
ღრუბლებს გადავახევ  ემოციას უძლურს..

ღრუბლებს დავფლითავ და არაფერი მითხრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები