| ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 12 ივლისი, 2013 |
ადამიანები უცნაურები არიან. აი მაგალითად ჩემი მეზობლები, ისინი ადამიანები არიან და შესაბამისად , უცნაურნი, თუმცა ეს არ ჩანს მათთან ყოველდღიურ ურთიერთობაში , ჩვეულებრივად იქცევიან: --ორი თავი ხახვი მათხოვე.... --სამი კარტოფილი.... ---5 ლარი მასესხე... ---ტრუსიკი ჩამომივარდა თქვენს აივანზე... --კომპიუტერი აღარ ირთვება....დამეხმარე.... და სხვა. ..ეს ჩვეულებრივი ადამიანები უცებ,ისე გარდაიქმნებიან ხოლმე, ისე რომ, ხანდახან მეშინია, ხანდახან კი უბრალოდ ვხარხარებ. ამ გარდაქმნისთვის აუცილებელია კრიტიკული სიტუაცია, ..ვზივარ სახლში, საღამოა, უბერავს გრილი ნიავი, ვსვამ ლუდს..უცებ სულისშემძვრელი ხმა ისმის...სახანძრო მანქანა შემოდის გზიდან, კივის....თან ერთი კი არა! სამი.....უკან პატრული მოსდევს, შუქები, ხმა..მოკლედ აურზაურია მაგარი. ჯერ ხომ ყველა აივანზე გადმოეკიდა, მათ შორის ისიც, ვინც მემალება უკვე 3 თვეა, ახლა დავინახე ძლივს, როგორ შეცვლილა!...გასუქებულა ცოტა...(5 ლარი აქვს ვალი).ჰო და დგანან ისინი , იყურებიან აქეთ-იქით დაბნეულები და ყველა ერთ რამეზე ფიქრობს --რატომ მომცეს ბინა კორპუსის ამ მხარეს?...არ ჩანს არაფერი...ფუუუ. ანდა: ---ნეტავ აქვე რატომ არაა ხანძარი? არ შიძლებოდა მოპირდაპირედ რომაა სახლი, იმას მოსდებოდა ცეცხლი???? კარგად გამოჩნდებოდა აქედან... მერე სიტუაცია იძაბება, აივნიდან უყვირიან ბავშვებს... --გზაზე არ გადახვიდე! ---წინ იყურე! ---დაიცა ! ჩამოვალ! თორნიკეეე! მარტო არ წახვიდე! ბებოს ჩავაცმევ ახლა.....(მართლაც, ბებომ რა დააშავა? მერე რა რომ 4 წელი ლოგინადაა ჩავარდნილი?იმასაც უნდა სეირი ნახოს) ყველა, ვინც ეზოში უსაქმურობდა, სვამდა, ფეხბურთს თამაშობდა, დაყიალობდა ანდა გამოსულიყო სასეირნოდ, აი ის გოგონებიც კი, რომ დადიან ნელა, ძალიან მოკლე შორტებით (ფაქტურად ტრუსიკით) საღამოობით, თან მზესუმზირას რომ აკნატუნებენ და ბიჭებთან თავს ირეკლამებენ, დაგოგმანებენ ნელა, ნელა, ნარ-ნარად..ისინიც კი, უცებ შეხტნენ და იქით გაიქცნენ. ხალხი მატულობდა და მატულობდა, სახანძრო მანქანა კი უცებ გაჩერდა, ადამიანები ზევით უყურებიან და ვერაფერს ხედავენ....რა სამწუხაროა! სადაა ხანძარი?...მალე რააააა... მანქანა ისევ დაიძრა, ისევ აკივლდა!... შეუხვია მეორე კორპუსთან, აქ გზა ვიწროვდება, ყველა ვერ ეტევა და ზოგი გაზონებზე გარბის,თითქოს სი-ენ-ენი-ს კორესპოდენტია და ეშინია რამე არ გამორჩეს... ერთი დაეცა და ფეხი მოიტეხა.....თავიც დაარტყა....სასწრაფო გამოიძახეს...შერყევა მიუღია, აი მხიარულებაც ამას ქვია, ძალიან კარგი. დანარჩენები გარბიან და აჰაა! ხანძარიც გამოჩნდა. ახლა ისინი ზიან, ვინც მოასწრო სკამზე დაჯდომა, მათ შორის ის ბებოც მოუყვანიათ,დაუთმეს ადგილი, ზის და კმაყოფილი იღიმება...დანარჩენებიც გაცისკროვნებული თვალებით უყურებენ , თუ როგორ იწვის მესამე სართულზე ბინა....თან ჩურჩულებენ....რა მაგარია....თითქოს ფილმს უყურებდნენ დიახ, რა მაგარია, როგორც იქნა გასართობი იპოვნეს......
ს.ნ. 2013.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ნამდვილად საიუბილეო რიცხვია 200 და რა ცეცხლი დაანთე ამ სიცხეში ცოტა დამთბა
ძალით შემოხტუნებული მკითხველი ნამდვილად საიუბილეო რიცხვია 200 და რა ცეცხლი დაანთე ამ სიცხეში ცოტა დამთბა
ძალით შემოხტუნებული მკითხველი
28. კომენტარებიანად ვიხალისე ) წარმატებები სერგეი) კომენტარებიანად ვიხალისე ) წარმატებები სერგეი)
27. სათაურმა შემომიყვანა, აქამდე სად ვიყავი? აქ ვიყავი, უბრალოდ სხვას ვკითხულობდი, ყველას ვინც ურაკზეა, ვერ და არ ვკითხულობ, მაგალითად სმიტს, რაც თავი მახსოვს აქ არის, მაგრამ ვერ შევდივარ მასტან, ვერ დავინტერესდი რატომღაც :) ამიტომ რამე გარიგებასთან არ მაქვს საქმე და კიდევ კარგი რომ პირველი იყო ჩემი კომენტარი, რომელშიც გამოვხატე, რა არ მომეწონა აქ სათაურმა შემომიყვანა, აქამდე სად ვიყავი? აქ ვიყავი, უბრალოდ სხვას ვკითხულობდი, ყველას ვინც ურაკზეა, ვერ და არ ვკითხულობ, მაგალითად სმიტს, რაც თავი მახსოვს აქ არის, მაგრამ ვერ შევდივარ მასტან, ვერ დავინტერესდი რატომღაც :) ამიტომ რამე გარიგებასთან არ მაქვს საქმე და კიდევ კარგი რომ პირველი იყო ჩემი კომენტარი, რომელშიც გამოვხატე, რა არ მომეწონა აქ
26. "ეს ჩემი გვერდი ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის ელექტრონულ ვერსიას დაამსგავსეთ! " - =)))
მეორასე ნაწაროებს გილოცავ კნიაზო და დაბადების დღეს გილოცავ. ნიჭიერი კაცი ხარ, მიყვარხარ ძალიან, პიცის და მარტინის თემაში ვერ მოვრიგდით მე და შენ, თორემ მწერლობაში პრობლემა არ გაქვს. :* "ეს ჩემი გვერდი ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის ელექტრონულ ვერსიას დაამსგავსეთ! " - =)))
მეორასე ნაწაროებს გილოცავ კნიაზო და დაბადების დღეს გილოცავ. ნიჭიერი კაცი ხარ, მიყვარხარ ძალიან, პიცის და მარტინის თემაში ვერ მოვრიგდით მე და შენ, თორემ მწერლობაში პრობლემა არ გაქვს. :*
25. ისე დავით შეგეწინააღმდეგები. ლამაზი და კოხტად დაწერილი ამბები სრული სიყალბეა და ზოგს არ მოსწონს ეს იაფფასიანი ლამაზი სიტყვები და უნდა რეალობა. ურაკია ფიქრებისგან განტვირთვის საიტი. აქედან ვერავინ გახდება მწერალი მითუმეტეს,რომ კრიტიკა ჯანსაღი თითქმის არასდროს არ არის. მომიტევეთ . ისე დავით შეგეწინააღმდეგები. ლამაზი და კოხტად დაწერილი ამბები სრული სიყალბეა და ზოგს არ მოსწონს ეს იაფფასიანი ლამაზი სიტყვები და უნდა რეალობა. ურაკია ფიქრებისგან განტვირთვის საიტი. აქედან ვერავინ გახდება მწერალი მითუმეტეს,რომ კრიტიკა ჯანსაღი თითქმის არასდროს არ არის. მომიტევეთ .
24. მე მომწონს აქ. მიუხედავად იმისა,რომ გარკვეული ადგილები ყალბად მომეჩვენა,მთლიანობაში კარგია ჩემი აზრით. და ყველას უნდა დაუფასდეს შრომა ++. წარმატება მე მომწონს აქ. მიუხედავად იმისა,რომ გარკვეული ადგილები ყალბად მომეჩვენა,მთლიანობაში კარგია ჩემი აზრით. და ყველას უნდა დაუფასდეს შრომა ++. წარმატება
23. ,,მკითხველშემოუხტუნებელი` ავტორი `ჯობს , ნეტავ, ტუ ათასმკითხველზე გადამხტარი ?:)
აი ეს განსაკუთრებით...თავფურცელზეა გასატანი:დ:დ:დ გიწიეს ცოდვებმა და ეგ არის:დ ,,მკითხველშემოუხტუნებელი` ავტორი `ჯობს , ნეტავ, ტუ ათასმკითხველზე გადამხტარი ?:)
აი ეს განსაკუთრებით...თავფურცელზეა გასატანი:დ:დ:დ გიწიეს ცოდვებმა და ეგ არის:დ
22. ვაიმე,კარგად ვიცინე.ნაწარმოები არ ვიცი რა ჟანრია,მარა კომენტარები კი უნდა გავიდეს იუმორისტულში:დ ვაიმე,კარგად ვიცინე.ნაწარმოები არ ვიცი რა ჟანრია,მარა კომენტარები კი უნდა გავიდეს იუმორისტულში:დ
21. ახლა აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე..ქარია, ქარია.....ესეც ალბათ კრიტიკის საგანი გახდება.ახლა გვიანაა და ხვალ აუცილებლად გადავხტები მტკვარში:))))))))))))))))))) ახლა აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე..ქარია, ქარია.....ესეც ალბათ კრიტიკის საგანი გახდება.ახლა გვიანაა და ხვალ აუცილებლად გადავხტები მტკვარში:)))))))))))))))))))
20. ეუფ ამას არ ველოდი...კიდე კაი ჩემი საქმით ვარ დაკავებული და არ ვებმები ამ ფერხულში :D ეუფ ამას არ ველოდი...კიდე კაი ჩემი საქმით ვარ დაკავებული და არ ვებმები ამ ფერხულში :D
19. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ არ დააკომენტეს აქამდე ჩემი არაფერი?...ახლა გაიღვიძეს?..:)))))))))))))) მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ არ დააკომენტეს აქამდე ჩემი არაფერი?...ახლა გაიღვიძეს?..:))))))))))))))
18. კარგი ჰო! :)) ასეთი დრამატიზმი რა საჭიროა?!
ეს იუმორისტული ნაწარმოები კი არა, დედაკაცის მონაჭორი უფროა :))
დაგეწერა შე დალოცვილო რამე კარგი და ვინ დაიშურებდა ხოტბა-დიებას :))
არა რა, ყველას გენიოსი როგორ გონია თავი :/
უკეთესის მოლოდინში ვარ და აბა შენ იცი :)) კარგი ჰო! :)) ასეთი დრამატიზმი რა საჭიროა?!
ეს იუმორისტული ნაწარმოები კი არა, დედაკაცის მონაჭორი უფროა :))
დაგეწერა შე დალოცვილო რამე კარგი და ვინ დაიშურებდა ხოტბა-დიებას :))
არა რა, ყველას გენიოსი როგორ გონია თავი :/
უკეთესის მოლოდინში ვარ და აბა შენ იცი :))
17. ისე რა მაგარია!...ეს მე-200-ე ნაწარმოებია ჩემი...იმის მაგივრად რომ მომილოცონ და რამე....საძაგლები:))) მაკრიტიკებენ!... ღმერთოოო...რამდენი ფარისეველი ბუქნაობს თურმე საიტზე! ახლა წარმოვიდგინე, 50 წლისა გავხდი...მოდიან თანასაიტელები და იმის მაგივრად რომ მომილოცონ ასეთი "კრიტიკოსების " ხელში კიდევ რომ ცოცხალი ვარ...ბურდღუნებენ.."წადი შენ მიწაშიო"... ვძულვარ...უეჭველი მაგათ გინებაც ეცოდინებათ ..მიდით!......ლიტერატურის დედაც!....რას ფასონობთ..ბოლომდე დაიხარჯეთ..:)))))))))))))))))))))))) ისე რა მაგარია!...ეს მე-200-ე ნაწარმოებია ჩემი...იმის მაგივრად რომ მომილოცონ და რამე....საძაგლები:))) მაკრიტიკებენ!... ღმერთოოო...რამდენი ფარისეველი ბუქნაობს თურმე საიტზე! ახლა წარმოვიდგინე, 50 წლისა გავხდი...მოდიან თანასაიტელები და იმის მაგივრად რომ მომილოცონ ასეთი "კრიტიკოსების " ხელში კიდევ რომ ცოცხალი ვარ...ბურდღუნებენ.."წადი შენ მიწაშიო"... ვძულვარ...უეჭველი მაგათ გინებაც ეცოდინებათ ..მიდით!......ლიტერატურის დედაც!....რას ფასონობთ..ბოლომდე დაიხარჯეთ..:))))))))))))))))))))))))
16. წადი! :))) (რადიო 105-ის ხუმრობა) :D
პილიგრიმის კომენტარს მოვუხდინე და... :D
ნუ მიწყენ ავტორ :)) წადი! :))) (რადიო 105-ის ხუმრობა) :D
პილიგრიმის კომენტარს მოვუხდინე და... :D
ნუ მიწყენ ავტორ :))
15. ხოდა თუ არ გედარდება ძამიკო შენი მკითხველები, რაღას იღლი თავს ტექსტის აკრეფით, აქ გამოქვეყნებით და კომენტარების კითხვით... :)) ხოდა თუ არ გედარდება ძამიკო შენი მკითხველები, რაღას იღლი თავს ტექსტის აკრეფით, აქ გამოქვეყნებით და კომენტარების კითხვით... :))
14. მიდით ახლა, მიდით!...ჩემი გვერდი ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის ელექტრონულ ვერსიას დაამსგავსეთ! ასევე შეგიძლიათ აქ გამართოთ გლადიატორული ბრძოლები, დაკბინეთ, დაკაწრეთ...(თუ როგორაა) ერთმანეთი და რაც მთავარია, მომხმარებლები, რომლებიც ახლა ვნახე კომენტარებში, ჯერ არ მინახავს აქ....რაშია საქმეე?...ნუთუ სამყარო მართლაც ფართოვდება?...კი, მაგრამ განა შევიწროვებაც დაიწყო?...აი, ამაში უკვე ვერ დაგეთანხმებით, ეტყობა წვა განიცადა ზოგიერთი კონკრეტული მომხმარებლის რაღაცა ადგილებმა....ახლახანს, სულ 2 წუთის და 40 წამის წინ ჩემი თეორიული ნაშრომები უნიტაზში ჩავრეცხე...თან მწარედ ვტიროდი, ისე მწარედ რომ მეზობლებმა პატრული გამოიძახეს....არა უშავს...(ახლა მწარე ცრემლს ვიწმენდ) დამაწყნარებელი უკვე დავლიე, (რელანიუმი) და სტრასბურგში შევხვდებით...:)))))))))))))))))))))))))))) P.S. როგორ მახარებენ ზოგიერთნი... მიდით ახლა, მიდით!...ჩემი გვერდი ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის ელექტრონულ ვერსიას დაამსგავსეთ! ასევე შეგიძლიათ აქ გამართოთ გლადიატორული ბრძოლები, დაკბინეთ, დაკაწრეთ...(თუ როგორაა) ერთმანეთი და რაც მთავარია, მომხმარებლები, რომლებიც ახლა ვნახე კომენტარებში, ჯერ არ მინახავს აქ....რაშია საქმეე?...ნუთუ სამყარო მართლაც ფართოვდება?...კი, მაგრამ განა შევიწროვებაც დაიწყო?...აი, ამაში უკვე ვერ დაგეთანხმებით, ეტყობა წვა განიცადა ზოგიერთი კონკრეტული მომხმარებლის რაღაცა ადგილებმა....ახლახანს, სულ 2 წუთის და 40 წამის წინ ჩემი თეორიული ნაშრომები უნიტაზში ჩავრეცხე...თან მწარედ ვტიროდი, ისე მწარედ რომ მეზობლებმა პატრული გამოიძახეს....არა უშავს...(ახლა მწარე ცრემლს ვიწმენდ) დამაწყნარებელი უკვე დავლიე, (რელანიუმი) და სტრასბურგში შევხვდებით...:)))))))))))))))))))))))))))) P.S. როგორ მახარებენ ზოგიერთნი...
13. ,,მკითხველშემოუხტუნებელი' ავტორი 'ჯობს , ნეტავ, ტუ ათასმკითხველზე გადამხტარი ?:)
,,მკითხველშემოუხტუნებელი` ავტორი `ჯობს , ნეტავ, ტუ ათასმკითხველზე გადამხტარი ?:)
12. აი ახლა მომინდა ფანჯრიდან გადახტომა , ჯავრისაგან...მაგრამ აქვე მახსენდება რომ დაზღვევა არ მაქვს და თანაც პირველი სართულია....ისე კი ქართული ენა საკმაოდ მისტიური ენაა. ამიტომ მხოლოდ ლიტერატურულად ვიტყვი: აი დარდები.:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) აი ახლა მომინდა ფანჯრიდან გადახტომა , ჯავრისაგან...მაგრამ აქვე მახსენდება რომ დაზღვევა არ მაქვს და თანაც პირველი სართულია....ისე კი ქართული ენა საკმაოდ მისტიური ენაა. ამიტომ მხოლოდ ლიტერატურულად ვიტყვი: აი დარდები.:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
11. მოკლედ, არაიუმორთან ერთად არაკორექტულობასაც აქვს აქ ადგილი, ავტოროჩემო! როცა ვინმე თქვენი ნაწარმოების წასაკითხად შემოვა, კეთილი ინებე და მის ამ შემოსვლას ,,შემოხტუნებას" ნუ უწოდებ! პატივი ეცი მკითხველსა შენსა! თორემ თანდათანობით ყველა დაკარგავს თქვენს გვერდზე ,,შემოხტუნების" სურვილს, ხოლო ,,მკითხველშემოუხტუნებელი" ავტორის წერას აზრი აქვს თუ არა, ეგ თავად გადაწყვიტე! მოკლედ, არაიუმორთან ერთად არაკორექტულობასაც აქვს აქ ადგილი, ავტოროჩემო! როცა ვინმე თქვენი ნაწარმოების წასაკითხად შემოვა, კეთილი ინებე და მის ამ შემოსვლას ,,შემოხტუნებას" ნუ უწოდებ! პატივი ეცი მკითხველსა შენსა! თორემ თანდათანობით ყველა დაკარგავს თქვენს გვერდზე ,,შემოხტუნების" სურვილს, ხოლო ,,მკითხველშემოუხტუნებელი" ავტორის წერას აზრი აქვს თუ არა, ეგ თავად გადაწყვიტე!
10. სერგეი:) და რატომ გგონია შენი თავი მათზე უკეთესი?:) სერგეი:) და რატომ გგონია შენი თავი მათზე უკეთესი?:)
9. მარაზმია...
მე მაპატიე ავტორო, მაგრამ სხვა ვერაფერი შევუხამე ამ ნაწერს. იუმორისგან ხომ ძალიან შორსაა.
ამ გვერდზე გაცილებით უკეთესი ნაწერები მაქვს წაკითხული და იმედია, მომავალშიც დამხვდება.
სიკეტე ყველას. მარაზმია...
მე მაპატიე ავტორო, მაგრამ სხვა ვერაფერი შევუხამე ამ ნაწერს. იუმორისგან ხომ ძალიან შორსაა.
ამ გვერდზე გაცილებით უკეთესი ნაწერები მაქვს წაკითხული და იმედია, მომავალშიც დამხვდება.
სიკეტე ყველას.
8. მაგარია. დიდი მადლობა კრიტიკოსებს, მაგრამ სად იყო ეს ხალხი აქამდე?...რაღა ახლა შემოხტუნდა ?..:))))) ეტყობა იმ ხანძრის სიმხურვალემ მოიაღწია აქამდე.....:))))) მაგარია. დიდი მადლობა კრიტიკოსებს, მაგრამ სად იყო ეს ხალხი აქამდე?...რაღა ახლა შემოხტუნდა ?..:))))) ეტყობა იმ ხანძრის სიმხურვალემ მოიაღწია აქამდე.....:)))))
7. იუმორის წამებას აქვს ადგილი აშკარად:))) იმედია არ გეწყინებათ, ამ ნაწარმოებს თუ არ ჩავთვლით, უკეთესი წარმოდგენის ვარ თქვენზე იუმორის წამებას აქვს ადგილი აშკარად:))) იმედია არ გეწყინებათ, ამ ნაწარმოებს თუ არ ჩავთვლით, უკეთესი წარმოდგენის ვარ თქვენზე
6. რეზიკოო ვსო თავდასხმაააა :D შე არაჰუმანურო :P რეზიკოო ვსო თავდასხმაააა :D შე არაჰუმანურო :P
5. ერთი სათლიანი კაცი მაინც ჩაგესვა სადმე, თუ წყალიც გაწყდა სამეზობლოში. :) ერთი სათლიანი კაცი მაინც ჩაგესვა სადმე, თუ წყალიც გაწყდა სამეზობლოში. :)
4. სანამ კომენტარის დაწერას დავიწყებდი თითები კარგად მოვჭმუხნე, მერე გადატკაცუნე ::)
ბოლო კომენტარი ჟოზეფინასი მომხვდა თვალში და გამეფიქრა : ჟოზე შენ რა, ყველას იცნობ აქ? :) (ეს ისე გამეფიქრა, თუ გინდა ნუ მიპსუხებ)
ახლა რაც შეეხება ამ პოეზიას, რომელიც იუმორისტულიაო არნიშნეთ ბატონო სერგეი :) ჩემთვის არ არის ეს არაფერი, არც იუმორისტული, არც ის დამინახავს რაც უნდა დამენახა თქვენი გათვლით და თან რამდენიმე შეკითხავც გამიჩნდა და თუ მიპასუხებთ (არპასუხზეც არ მაქვს პრობლემა) არ იქნება ურიგო :) მოკლედ: 2 ხახვის ამბავი აღარ გვიკვირს, ჩვენც გვყავს მეზობლები და ჩვენც ვართ მეზობლები :) მოკლედ როცა ის სულისშემძვრელი ხმა გაისმა, რა დროსაც მთელი მეზობლობა აივანზე გამოეფინა და ეს ფაქტი თქვენი მხრიდან გასაკრიტიკებელი აღმოჩნდა (იუმორშეფარვით), თქვენ რატომ აღმოჩნდით აივანზე (ან ფანჯარაში), იმავე მიზეზით რა მიზეზითაც სხვა მეზობლები.
ახლა წინ წავიწიოთ :) მეზობლის ფიქრები გაახმაურე, არადა სინამდვილეში სულაც არ იცი რას ფიქრობდნენ იმ მომენტში. კიდევ ხანძარი არ ჩანდა, გამოდის შენც მოათვალიერე ირგვლივ კორპუსები. ეს ფეხის მოტეხვებიც ტყუილია :) და ბოლოს საიდან გესმოდა მათი ჩურჩული რომ მაგარი იყო სანახაობა? ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ან იქ იყავი ან ესეც გამოიგონე : )
ასე, რომ უცნაური მეზობელი ხარ :) სანამ კომენტარის დაწერას დავიწყებდი თითები კარგად მოვჭმუხნე, მერე გადატკაცუნე ::)
ბოლო კომენტარი ჟოზეფინასი მომხვდა თვალში და გამეფიქრა : ჟოზე შენ რა, ყველას იცნობ აქ? :) (ეს ისე გამეფიქრა, თუ გინდა ნუ მიპსუხებ)
ახლა რაც შეეხება ამ პოეზიას, რომელიც იუმორისტულიაო არნიშნეთ ბატონო სერგეი :) ჩემთვის არ არის ეს არაფერი, არც იუმორისტული, არც ის დამინახავს რაც უნდა დამენახა თქვენი გათვლით და თან რამდენიმე შეკითხავც გამიჩნდა და თუ მიპასუხებთ (არპასუხზეც არ მაქვს პრობლემა) არ იქნება ურიგო :) მოკლედ: 2 ხახვის ამბავი აღარ გვიკვირს, ჩვენც გვყავს მეზობლები და ჩვენც ვართ მეზობლები :) მოკლედ როცა ის სულისშემძვრელი ხმა გაისმა, რა დროსაც მთელი მეზობლობა აივანზე გამოეფინა და ეს ფაქტი თქვენი მხრიდან გასაკრიტიკებელი აღმოჩნდა (იუმორშეფარვით), თქვენ რატომ აღმოჩნდით აივანზე (ან ფანჯარაში), იმავე მიზეზით რა მიზეზითაც სხვა მეზობლები.
ახლა წინ წავიწიოთ :) მეზობლის ფიქრები გაახმაურე, არადა სინამდვილეში სულაც არ იცი რას ფიქრობდნენ იმ მომენტში. კიდევ ხანძარი არ ჩანდა, გამოდის შენც მოათვალიერე ირგვლივ კორპუსები. ეს ფეხის მოტეხვებიც ტყუილია :) და ბოლოს საიდან გესმოდა მათი ჩურჩული რომ მაგარი იყო სანახაობა? ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ან იქ იყავი ან ესეც გამოიგონე : )
ასე, რომ უცნაური მეზობელი ხარ :)
3. ვაიმე რეზი შე მანიაკო :D შე დამკვირვებელო :D და ზედმეტად ადამიანებითვის დამახასიათებელი რაცხა-რუცხაების აღმომჩენო :D + ვაიმე რეზი შე მანიაკო :D შე დამკვირვებელო :D და ზედმეტად ადამიანებითვის დამახასიათებელი რაცხა-რუცხაების აღმომჩენო :D +
2. შე ბლოგერო. :D შე ბლოგერო. :D
1. ვაუუუ.როგორ შემეშალა.მართლაც რომ სასაცილოა.ეს ხომ იუმორისტულია და არა პოეზია.... ვაუუუ.როგორ შემეშალა.მართლაც რომ სასაცილოა.ეს ხომ იუმორისტულია და არა პოეზია....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|