ახლა გზაზე მივდივარ, თუმცა ფეხქვეშ სიცარიელეს ვგრძნობ. არც უამინდობა მიშლის ხელს და არც გზაზე შემხვედრი ვიწრო ბილიკი, რადგან უკან დაბრუნებას არ ვაპირებ და რა მნიშვნელობა აქვს წინ რა იქნება. სულისთვის შეუმჩნევლად, ძველი ემოციებიც ნელნელა დაიფერფლა ჩემში და მის ადგილას რაღაც ახალი, ჩემთვის ჯერ გაურკვეველი გრძნობები მიმოდიან მთელ ტანში. არასდროს შემიმჩნევია თუ რა სიმშვიდე მოაქვს, დილის ალიონს. ცივი სიო რომ დაუბერავს და თითქოს, შენს სულში ცდილობს შემოღწევას.შემდეგ ინათებს. და ამ თითქოს ჩვეულ კადრებს, ბევრისთვის სიხარულის მოტანაც კი შეუძლია. იმ "სიოსაც" ჩემს სულში სრული ქაოსის მოწყობა რომ, ძალუძს.ვწუხვარ... რომ აქამდე მსგავსს ვერაფერს ვამჩნევდი. თუმცა ახლა ხომ შევიგრძენი ყოველივე აღქმადი და მშვენიერი. პოეზიის ნიჭი მაინც მქონებოდეს. ამ ქაოსს რაც სულში მაქვს, ფურცელზე გადმოვიტანდი და ლექსად ვაქცევდი. მეც შევქმნიდი რაღაცას, ჩემსას. ერთხელ მაინც გავაჟღერებდი ლექსს ჩემი თანაავტორობით და გულის სიღრმეში ვიამაყებდი თუ ადამიანების სახეზე, თხრობიდან გამოწვეულ სიამოვნებას შევამჩნევდი. არ ვიცი საიდან ეს ამბიცია, თუ ნატვრა?! რატომ მინდა "ის" რასაც ადრე, არც კი გავიფიქრებდი? თუმცა ვის არ სურს, შექმნას განსაკუთრებული და ამით შემორჩეს. თუნდაც, სადღეგრძელოების დროს თრობას აყოლნინი, ლექსად რომ იღვრებიან და აქედან, ერთ-ერთი ფრაზა, შენს სახელთან ასოცირდება.არც ეს არის ურიგო. სხვა მხრივ, მაინც აღარ ახსოვთ მწერლობა. ადამიანები, ადამიანებს სიცოცხლეშივე ივიწყებენ, განურჩევლად ღვაწლისა და შემოქმედების. მეც ერთ-ერთი ყველასგან მიტოვებული ვარ. თუმცა სხვებთან შედარებით, არანაირი დასაფასებელი არ შემიქმნია. ახლა ნამდვილად, აღარაფერი მაქვს დასამალი. მე ვიქნები ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ მოვატყუებ. ეს არ არის ცინიზმი...ჩვენ ხომ ხშირად, საკუთარ თავსაც ვატყუებთ და მხოლოდ ჩვენს შინაგან იმპულსებს და გულის კარნახს,მივყვებით. ყოველშემთხვევაში, მე ასეთი ვიყავი. სასმელი,ფული და გართობა. ეს ჩემეული "ბერმუნდის სამკუთხედი" კიდევ ბევრის ცხოვრებაში, აისახა და დაუნგრია,ყოველივე წლებით ნაშენი. აიტაცა ზეაღმატებულმა სურვილებმა და ზოგნიც ისევ იქ არიან, თავიანთ სამყაროში. იქ, სადაც მხოლოდ ისინი არიან პირველები. როგორ მეცოდებით ყველანი, როცა თამაშგარედან გიყურებთ. ნეტავ ხვდებოდეთ სიცოცხლის ფასს. მაშინ ამ გზაზე, მარტო აღარ ვივლიდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა, . ღრმა აზრი დევს!
მომეწონა, . ღრმა აზრი დევს!
3. ჰო არმენს ვეთანხმები... და მაინც +5 წარმატებები ჰო არმენს ვეთანხმები... და მაინც +5 წარმატებები
2. მომავლისთვის გავითვალისწინებ ... მომავლისთვის გავითვალისწინებ ...
1. კარგად წერ, გაუმართავი პუნქტუაცია რომ არ ართულებდეს კითხვას. კარგად წერ, გაუმართავი პუნქტუაცია რომ არ ართულებდეს კითხვას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|