ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2013


არაფერი მოდის არსაიდან და არსად არაფერი იკარგება

ვერც მიწა გვჭამს და ვერც წყალი, მხოლოდ ვორთქლდებით ნისლებად
და როგორც ზამთრის სინაზე, უკან ვბრუნდებით ფიფქებად.
დიდხანს მეგონა, ვიყავით სივრცეში დაკარგულები,
მას მერე, რაც დაგვეკარგა სამოთხის სავარგულები.
დავდივართ, ვეძებთ, ძებნაში, თავადვე ვძერწეთ აგორა
და აგერ უკვე მეოცე ლოდიცკი გადავაგორეთ.
გაახილეთო თვალები, წამოგვაწიეს სიტყვები,
მაგრამ რად გინდა, დაჭყეტით განა ბრმა აღარ იქნები?
ყური გაქვთ, ჰოდა გესმოდეთ! ჰო მართლა ყური ორი გვაქვს,
ერთი იჭერს და მეორე... ვერ იგებს ჭეშმარიტებას
და მორიგ მოარულ ფრაზად პირიდან ამოქარდება,
ნისლს შეერევა ნოტიოს, ჩიტივით გაგვიფრინდება...
მას კი, უძღები შვილები, ვუყვარვართ წარბშეუხრელად,
ყველა ჩვენგანის ცოდვები ხელ-ფეხს დაისო ლურსმებად,
ჯვარს ეცვა ავაზაკივით, ისტუმრა ცოდვის ვალები,
მოკვდა, აღსდგა და ამაღლდა, სიკვდილს დაუვსო თვალები.
იქნება დროა, მივხვდეთ, რომ არასწორს ვარქმევთ სახელებს
თითქმის ყველაფერს გარშემო, (ყველას ვერ დავასახელებ),
ვამბობთ ვმრავლდებით, მე კიდევ მგონია უფრო ვიყოფით,
ვიდრე პირიქით და მხოლოდ რაოდენობით ვიზრდებით.
სამწუხაროა, რომ უფლის შემოგვრჩა მხოლოდ ნამცეცი.
დრო წაიშლება, მივხვდებით,რაზე ვაკეთეთ აქცენტი,
რა სიმდიდრესაც მივტირეთ, ცრემლად არ ღირდა არცერთი.
ჩვენ კი დავდივართ და ვეძებთ, სიცოცხლედ გაბნეულები,
ეს ორი ათასწლეული, ცოდვისგან დაბნეულები,
ვერ ვხვდებით, მაგრამ იმ ბაღში მუდმივად დავიარებით.
მაინც ჯიუტად ვეძებთ და სიტყვის არ გვინდა გვჯეროდეს,
სამოთხე არსად წასულა, თვად ვესტუმრეთ ჯოჯოხეთს,
რადგანაც არსად მიდის და არ იკარგება არც ოდეს,
რაც არაფრიდან მოდის და ყურები გვაქვს და გვესმოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები