 | ავტორი: სოფო_93 ჟანრი: პოეზია 26 ივლისი, 2013 |
გაფუჭდა შუქნიშანი ჩემს ქუჩაზე და გზაზე გადასვლის მეშინია. ხომ გესმით, ჩვენს ქვეყანაში მაშინაც არ გითმობენ გზას, როცა შენი გზაა, ახლაკი, უარესი, შუქნიშანი საერთოდ არ მუშაობს და ყველა თავის ნებაზე დაქრის ქართველურად... თვალებახვეული მძღოლები მხოლოდ საკუთარ გზას ხედავენ და მზად არიან გადათელონ ყველა ფეხითმოსიარულე, მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ სწრაფად. ვდგავარ გზაზე და ველოდები შუქნიშნის აციმციმებას უიმედოდ... ვდგავაარ შუქნიშანთან და ვერ ვბედავ გზაზე გადასვვლას... როდემდე ვიცადო? იქნებ გადავდგა ნაბიჯი და გავბედო გზაზე გადასვლა. რაც მოხდება, მოხდეს! გადავდგი ნაბიჯი, ერთი, ორი, სამი და... ატყდა სიგნალები, მაგრამ როგორც იქნა, გადავედი გზაზე. რამდენიმე დღე ასე მომიწევს სიარული სამწუხაროდ... არაუშავს, როგორმე მოვითმენ, მერე კი... მერე ჩემს ქუჩაზე შეაკეთებენ შუქნიშანს და აინთება წითელი, ყვითელი, მწვანე... ქართველი მძღოლები წითელზეც, ყვითელზეც და მწვანეზეც გაივლიან ქართველურად, მაგრამ წითელი შუქნიშნის დროს მაინც გაატარებენ ფეხით მოსიარულეებს. მერე... მერე მოვა დრო, როცა ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან მე თვითონ დავჯდები და მერე ჩემთვის აენთება ჩემს ქუჩაზე შუქნიშანი, ჯერ წითელი, შემდეგ ყვითელი, ბოლოს მწვანე. მე წითელზე გავაჩერებ ავტომობილს, ყვითელზე მოვემზადები და მწვანეზე გავაგრძელებ გზას, ოღონდ არა ქართველურად! და რაც მთავარია, ყოველთვის შევამჩნევ ფეხით მოსიარულეს და დავუთმობ გზას!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დიდი მადლობა : )) ასევე გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დიდი მადლობა : )) ასევე გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11. კარგი იყო. ++ გილოცავთ გიორგობას! კარგი იყო. ++ გილოცავთ გიორგობას!
10. მადლობა : )) მადლობა : ))
9. "ადამიანები ყველაზე ნაკლებად ერთმანეთს იმ შეცდომებს პატიობენ, რასაც თავად სჩადიან." ვისი სიტყვები და ა.შ არ მახსოვს, მაგრამ გამახსენდა ამ ნაწერის და კომენტარების მერე...) ჰოდა უშეცდომო ცხოვრებას გისურვებ ავტორო, ოღონდ უსათაუროს არა.) "ადამიანები ყველაზე ნაკლებად ერთმანეთს იმ შეცდომებს პატიობენ, რასაც თავად სჩადიან." ვისი სიტყვები და ა.შ არ მახსოვს, მაგრამ გამახსენდა ამ ნაწერის და კომენტარების მერე...) ჰოდა უშეცდომო ცხოვრებას გისურვებ ავტორო, ოღონდ უსათაუროს არა.)
8. "მე"-ში არასდროს ვგულისხმობ საკუთარ თავს, "მე"-ს პიროვნება ამ შემთხვევაში ნაწარმოების ოპტიმისტურად დამთავრებისთვის იყო საჭირო. : )) "მე"-ში არასდროს ვგულისხმობ საკუთარ თავს, "მე"-ს პიროვნება ამ შემთხვევაში ნაწარმოების ოპტიმისტურად დამთავრებისთვის იყო საჭირო. : ))
7. მე არაფერს არ ვნიღბავ, რომ ვნიღბავდე, არ დავწერდი. ეს ხელოვნებაა. დასასრული კი ის არის, რომ მე იგივე შეცდომებს არ გავიმეორებ. მე არაფერს არ ვნიღბავ, რომ ვნიღბავდე, არ დავწერდი. ეს ხელოვნებაა. დასასრული კი ის არის, რომ მე იგივე შეცდომებს არ გავიმეორებ.
6. როდესაც ასეთ რამეს ამბობ საკუთარ ერზე ამას არ სჭირდება "სვეტაფორებით" შენიღბვა. აი ნაწარმოები რომ მთAვრებოდეს დავუშვათ იმით რომ შენც მოუსხდები საჭეს და შენც იგივე შეცდომას დაუშვებ რასაც აქამდე ვერ იტენდი, რადგან ეს იმდენად ბუნებრივი გამხდარა.... მოკლედ ასეთი დასასრული უფრო მიმიზიდავდა მე პირადად... წარმატებები
როდესაც ასეთ რამეს ამბობ საკუთარ ერზე ამას არ სჭირდება "სვეტაფორებით" შენიღბვა. აი ნაწარმოები რომ მთAვრებოდეს დავუშვათ იმით რომ შენც მოუსხდები საჭეს და შენც იგივე შეცდომას დაუშვებ რასაც აქამდე ვერ იტენდი, რადგან ეს იმდენად ბუნებრივი გამხდარა.... მოკლედ ასეთი დასასრული უფრო მიმიზიდავდა მე პირადად... წარმატებები
2. პირდაპირი გაგებით არ უნდა მიიღო, ზედაპირულად ასე გამოიყურება და სიღრმეში უფრო მეტი იგულისხმება. პირდაპირი გაგებით არ უნდა მიიღო, ზედაპირულად ასე გამოიყურება და სიღრმეში უფრო მეტი იგულისხმება.
1. ეგტყობა გაგაბრაზა რომელიმე მძღოლმა :)))
არც მასე სავალალოდ არ არის საქმე, მე ხშირად მითმობენ, განსაკუთრებით მომხიბვლელი გოგონები :D :D :D ეგტყობა გაგაბრაზა რომელიმე მძღოლმა :)))
არც მასე სავალალოდ არ არის საქმე, მე ხშირად მითმობენ, განსაკუთრებით მომხიბვლელი გოგონები :D :D :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|