ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2013


* * *

თავის ტვინიდან დაწყებული ფეხის თითებამდე ჩადის და ხის ტოტებივით მთელს სხეულში პოულობს ადგილს. არ ვიცი რა, რატომ ან რისთვის, ვიცი ის, რომ შეშლილი ქარივით დაძრწის სხეულში და არეულ დესკტოპს დაამსგავსა ჩემი ტვინი. იქნებ შიშია, მაგრამ შიში მეტად სასაცილოა მონოთეისტი ადამიანისთვის. ალბათ სიმარტოვეა, თუმცა სიმარტოვე არ არსებობს შიშის გარეშე. ალბათ ტკივილია... და მაინც რა არის ტკივილი თუ არა იმედგაცრუება... არა, არა ესეც უცხოა მონოთეისტისთვის... ალბათ უბრალოდ დავიღალე ან რვეულის ცარიელი ფურცლები შემომეზედმეტა... სადღაც უდაბნოში ვხედავ საკუთარ თავს, ყველასგან შორს სიმარტოვისა და შიშის გზაჯვარედინზე... ირგვლივ სიცარიელეა და ამ სიცარიელისგან სიძულვილის განცდა შემოდის სხეულში... ცოტა ხნის წინ ყველაფერი სხვაგვარად მეჩვენებოდა... თქვენც რა სხვაგვარად გამოიყურებოდით, ახლა რა დაგმართნიათ... არ ვიცი, ვეღარავის ვხედავ, ვერავის... ან მე დავბრმავდი, ან თქვენ გარბიხართ ჩემგან... კი, მაგრამ რატომ? გეშინიათ? არა, შიში შორს არის მონოთეისტებისგან. თქვენ ხომ გწამთ ღმერთის? ვინ იცის, იქნებ არც გწამთ... სადღაც შორიდან მესმის თემიდას გოდება, თითქოს დახმარებას ითხოვს დაცემული თემიდა, მისი სასწორის ერთ მხარეს მეორე გადაუწონია და ვეღარ დგება ფეხზე... მის გარდა ვერაფერს ვხედავ... გამოდის ის, რომ ჩიხში ვარ, გზაჯვარედინზე ვარ, რომელსაც ყველა გზა დახშული აქვს ჩემთვის. აჰ, არაუშავს, მაშინ აღმა ვივლი, ცისკენ. მაგრამ ფრთები არ მაქვს და არც იაღოველი ვარ, რომ თუნდაც ტყუილად მჯეროდეს, რომ ავფრინდები მაღლა, ცაში... არადა სულ ვოცნებობდი ცას ხელით შევხებოდი ოდესმე... რა სიჩუმეა, სიცარიელეა, სიცივეა და სიბნელე... სწორედ ისეთი, როგორც საფლავში, როცა ყველასგან და ყველაფრისგან მიგებული გდიხარ მიწის ქვეშ... სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს ამ წუთს... მაგრამ ამ სიჩუმეშიც ისეთი მრავალფეროვნება სუფევს, ბგერების გარეშეც კი იბადება მელოდიური უსასრულობა... სიცარიელესაც აქვს თავისი ღირსებები, იგი სავსეა უსასრულობის პოლიფონიით... სიცივეე? სიცივეს სითბო დათრგუნავს დათანასწორობის პრინციპი დაისსადგურებს სამყაროში... სიბნელე კი... როცა თენდება, მზე ამოდის. გათენდება და მზეც გაანათებს ამ ბნელ უდაბნოს, საფლავში ჩამარხულ, ყველასგან მიგდებულ ადამიანს რომ დამამსგავსა... გათედება და ცასაც ავწვდები მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე არ მიწყობს ხელს... თქვენ... თქვენ კი, ალბათ სინათლეშიც კი ვერ დაგინახავთ, რადგან გაიქცევით ჩემგან და მე არც ერთი წამით არ ვინანებ რომ არ გამოგეკიდეთ... სოფო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები