ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
25 ივლისი, 2013


მე ლილუ ვარ

  მე ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობ. ვგავარ ჩიტს, გალიიდან, რომ უყურებს სამყაროს, თუმცა მას გალია მტაცებლებისგან იცავს, მე ვერა.
  ვფიქრობ, რომ მარგალიტები ვართ. დედას მარგალიტის სამკაული აქვს. ერთხელ წყალში ჩავდეთ და მასზე პატარა მარგალიტები გაჩნდნენ. ჰო, ჩვენ მარგალიტები ვართ და წყალივით გვჭირდება სიყვარული.
  ჩემი კარის მეზობლად ეკა ცხოვრობს. ის ლამაზი გოგოა და როგორც ამბობენ ბევრი თანყვანისმცემელი ჰყავს. მისი მშობლები დარდობენ, რომ ეკას არც სიმღერის და არც ხატვის უნარი არ აღმოაჩნდა და ყველა მცდელობა მასში ამ ნიჭის აღმოჩენის უშედეგო აღმოჩნდა.
  ეკა ხშირად მოდის ჩემთან. მიყურებს როგორ ვხატავ, მერე მთხოვს მისი პორტრეტი დავხატო, თან მის საყვარელ სიმღერას ვმღერი. ის კი ეზოში მასეირნებს ხოლმე.
მეზობლებს უკვირთ რა საერთო აქვს ჩემთან.
  ჰო, მე ლილუ ვარ. სიარული არ შემიძლია, ამიტომ უნარშეზღუდული მეწოდება საზოგადოებისთვის. ეკა ლამაზი გოგოა, მას არ აქვს ხატვის და სიმღერის უნარი, მაგრამ ის დადის.
  არ მშურს, რომ მას სიარული შეუძლია, არც მას შურს როდესაც ვმღერი ან ჩემს ახალ ნახატს უყურებს.
  ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ.
  მარგალიტებს, წყალივით გვჭირდება სიყვარული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები